(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: „ქართული ინტერესი“ – დღევანდელი საქართველოს უპირველესი მნიშვნელობის საკითხია

kjfdlქართული ინტერესი” – დღევანდელი საქართველოს უპირველესი მნიშვნელობის საკითხია,  მიაჩნია პარტია „თეთრების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს.

ჩვენ ვიცით ამერიკული, ევროპული, რუსული ინტერესი, ვიცნობთ ხალხს, ვინც ამ ინტერესებსემსახურება, მაგრამ არ ვიცით რას ნიშნავს „ქართული ინტერესი” და ვინ ემსახურება მას.
მიმაჩნია, რომ ქართული ინტერესი უპირველეს ყოვლისა არის ბედნიერი ქართველი. ბევრსსაუბრობენ თავისუფლებაზე, ჩემის აზრით კი თავისუფლება არაფერს ნიშნავს თუ ბედნიერი არ ხარ.ამიტომ ვამბობ, რომ სწორედ ბედნიერი ქართველია ქართული ინტერესი. ქართველი არასდროს სხვისდამარცხებაზე და შევიწროვებაზე არ ფიქრობდა. ქართველი საკუთარ თავზე  გამარჯვებაზეფიქრობდა ყოველთვის. სწორედ ამით იზომება ქართველი.” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით არის ფაქტორები, რაც ებრძვის ან პირიქით ემსახურება ქართულ ინტერესს.

ბოლო ოცი წელია დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ხელისუფლება მოვიდა ქუჩიდან. თუგვსურს ქვეყნის დიდი მომავალი, ქუჩის პოლიტიკა უნდა დასრულდეს. ყველა პოლიტიკოსი,რომელიც ქუჩის აქციებზე ფიქრობს, ის საკუთარ სკამზე ფიქრობს უპირატესად. სწორედ ეს ებრძვისქართულ ინტერესს”  – აცხადებს თეთრების” ლიდერი.

მისი აზრით, „ქართული ინტერესის”გატარებას ემსახურება მომავალ წელს შოთა რუსთაველის იუბილეს მსოფლიო მასშტაბით ღირსეულად აღნიშვნა.

ეს ყველა ქართველის და ღირსების საქმეა. დიდი ქართული დღეა დრიდგორობა. ქართულიინტერესია ის, რომ ჩვენ მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ რომ დიდგორმა და დავით აღმაშენებელმაევროპა და ცივილიზაცია გადაარჩინა.

ქართული ინტერესი” უნდა იყოს მთავარი ქვაკუთხედი, რასაც დაეყრდნობა ქვეყნის მომავალზემაფიქრალი ყველა ქართველი და საქართველოს შვილი. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ნაკლებადფიქრობენ ამაზე მათ მეტად სკამების მოპოვება აწუხებთ, სწორედ ამიტომ ვამბობ, საქართველოშიდღეს პარტიების და პოლიტიკოსების დრო კი არა განათლებული ადამიანების დროა”. – აცხადებსთეთრების” ლიდერი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=74475

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *