პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

aqcia(ინტერპრესნიუსი) პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს. დღეს ისინი ფოთის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი გაერთიანება “ფოთელების ხმაც” შეუერთდა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სააკაშვილმა თანამდებობა კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში, 5 იანვარს უნდა დატოვოს. მათივე თქმით, ამ მოთხოვნის სისრულეში მოსაყვანად დაწყებული ხელმოწერები გრძელდება და ამ დრომდე 500 ათას ადამიანს აქვს სურვილი დაფიქსირებული.

აქციები თბილისში 2013 წლის 4 იანვარს, პრეზიდენტის სასახლესთან ასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *