(postalioni,.ge)არაქართული გზა ადვილია და მას სუსტები ირჩევენ…ქართული გზა ძნელია და ძლიერთა ხვედრია!

Технологии
„ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ მხოლოდ ქართული გზა უნდა აირჩიოს, თუმცა, მისივე თქმით პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა სწორედ რომ არაქართულ გზას ადგას.
„თანამშრომლობის ჰარმონიზაცია ნიშნავს ურთიერთ პასუხისმგებლობას და ურთიერთპატივისცემას….დაპირისპირება-უპასუხისმგებლობას, თავის მართლებას, ქვეყნის ნგრევას! მეორე გზა ადვილია, არაქართული და მას სუსტები ირჩევენ…პირველი-ძნელი,ქართული და ძლიერთა…. სამწუხაროდ,პოლიტიკური ძალები 20 წელზე მეტია მეორე გზით მოდიან და წარმატებულად ანგრევენ ქვეყანას…. , ჩვენ-ქართული ერთობის დარბაზი, პირველს-ქართულს-ჰარმონიზაციის გზას ვირჩევთ… . დღემდე ხელისუფლებასაც და პოლიტიკურ ძალებსაც დაპირისპირების გზა აწყობდათ….მომავალი გვიჩვენებს, აღმოჩნდება თუ არა დღევანდელი ხელისუფლება თანამშრომლობის ჰარმონიზაციისათვის მზად“-აცხადებს შაშიაშვილი.



