ქართული სულაც არ ნიშნავს კარჩაკეტილობას და კოსმოპოლიტიზმს, ქართული ნიშნავს პლანეტარულს“ – თემურ შაშიაშვილი მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

„დღეს დიდი ხმაურია ატეხილი სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ერთი მეორის მიყოლებით პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვა და ცნობილი ჟურნალისტების ცალკეული არხებიდან გაშვებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა პიკს აღწევს.„ყოველ მოაზროვნე ადამიანს უნდა აწუხებდეს რომ საქართველოში მედიასივრცე წარმოუდგენლად პოლიტიზირებულია”- ასე ეხმაურება „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მედიასივრცეში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, სატელევიზიო გადაცემების დახურვაც და გახსნაც ძირითადად პოლიტიკური ინტერესით იყო ნაკარნახევი.  პოლიტიკური ინტერესით დატვირთული და ტენდენციური ტელევიზია კი შორსაა დემოკრატიისგან.

„ქვეყანას სჭირდება არა პოლიტიზირებული არამედ  მართალი და ქართული ცნობიერების ტელევიზია. ქართული სულაც არ ნიშნავს არც კარჩაკეტილობას, არც კოსმოპოლიტიზმს. ქართული ნიშნავს პლანეტარულს.   – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

მისი თქმით, დღეს მთავარი პრობლემაა არა ის, კონკრეტულ არხზე იარსებებს თუ არა გარკვეული ჟურნალისტების  პოლიტიკური თოქშოუები. ამ თოქშოუების არსებობაზე მეტი  ტრაგედიაა ის, რომ ტელივიზიები ცალკეული  პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების აგიტპუნქტებად იქცნენ.  სატელევიზიო სივრცე დაყოფილია სახელისუფლებო და ოპოზიციურ ტელევიზიებად.

„ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა დგას მართალ ტელევიზიაზე. თავისუფალ ტელევიზიაზე.მართალი და თავისუფალი ტელევიზიის ეშინიათ სუსტებს. ტენდენციური და კონტროლირებადი ტელევიზიები და ჟურნალისტები სჭირდებათ სუსტებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიუყენებია საქართველოსთვის ისეთი დიდი დამანგრეველი დარტყმა, როგორც ეს ფულიან პოლიტიკოსთა ჯიბის ტელევიზიება პოლიტიკურად დატვირთულმა, პოლიტიკური ინტერესებით სავსე ჟურნალისტთა გადაცემებმა მიაყენეს.

ამავე დროს, ხაზგასმით ვამბობ, რომ    მიუღებლად  და ნაკლებეფექტურად მიმაჩნია  ცალკეული ტელევიზიების ან თოქშოუების დახურვა.  ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც დაბეჯითებით ვიმეორებ,  გამოსავალია არა  ბრძოლა  მიუღებელი პოზიციის ტელევიზიების თუ გადაცემების  წინააღმდეგ, არამედ მართალი, დემოკრატიული და ქართული ცნობიერების სატელევიზიო სივრცის დამკვიდრებისთვის.“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *