(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ქვეყანას სჭირდება მართალი, ქართული ცნობიერების ტელევიზია!

news_72292პარტია „თეთრების” ლიდერი ლიდერი თემურ შაშიაშვილი მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: 

„დიდი ხმაურია ატეხილი სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ერთი მეორის მიყოლებით პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვა და ცნობილი ჟურნალისტების ცალკეული არხებიდან გაშვებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა პიკს აღწევს.

 ყოველ მოაზროვნე ადამიანს უნდა აწუხებდეს, რომ საქართველოში მედიასივრცე წარმოუდგენლად პოლიტიზირებულია. სატელევიზიო გადაცემების დახურვაც და გახსნაც ძირითადად პოლიტიკური ინტერესით იყო ნაკარნახევი. პოლიტიკური ინტერესით დატვირთული და ტენდენციური ტელევიზია კი შორსაა დემოკრატიისგან.

 ქვეყანას სჭირდება არა პოლიტიზირებული არამედ  მართალი და ქართული ცნობიერების ტელევიზია. ქართული სულაც არ ნიშნავს კარჩაკეტილობას ან კოსმოპოლიტიზმს. ქართული ნიშნავს პლანეტარულს.

 დღეს მთავარი პრობლემაა არა ის, კონკრეტულ არხზე იარსებებს თუ არა გარკვეული ჟურნალისტების  პოლიტიკური თოქ-შოუები, არამედ ამ თოქ-შოუების არსებობაზე მეტი  ტრაგედიაა ის, რომ ტელივიზიები ცალკეული  პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების აგიტპუნქტებად იქცნენ. სატელევიზიო სივრცე დაყოფილია სახელისუფლებო და ოპოზიციურ ტელევიზიებად. 

ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა დგას მართალ, თავისუფალ ტელევიზიაზე. მართალი და თავისუფალი ტელევიზიის ეშინიათ სუსტებს. ტენდენციური და კონტროლირებადი ტელევიზიები და ჟურნალისტები სჭირდებათ სუსტებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიუყენებია საქართველოსთვის ისეთი დიდი დამანგრეველი დარტყმა, როგორც ეს ფულიან პოლიტიკოსთა ჯიბის ტელევიზიება პოლიტიკურად დატვირთულმა, პოლიტიკური ინტერესებით სავსე ჟურნალისტთა გადაცემებმა მიაყენეს.

 ხაზგასმით ვამბობ, მიუღებლად  და ნაკლებეფექტურად მიმაჩნია ცალკეული ტელევიზიების ან თოქშოუების დახურვა. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც დაბეჯითებით ვიმეორებ, გამოსავალია არა ბრძოლა მიუღებელი პოზიციის ტელევიზიების თუ გადაცემების წინააღმდეგ, არამედ მართალი, დემოკრატიული და ქართული ცნობიერების სატელევიზიო სივრცის დამკვიდრება”, – ნათქვამია „თეთრების” ლიდერის განცხადებაში

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *