(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ვნახავთ, რა სიბინძურეს წარმოადგენდა სააკაშვილი საქართველოსთვის

1371640823_temuri_shashiashvili_2პარტია „თეთრების” პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2005 წელს  „თავისუფლების ინსტიტუტის” მაშინდელი ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი საზოგადოებრივიმაუწყებლის  დირექტორი, იურისტი, თამარ კინწურაშვილი თავის ნაშრომში „მართლმსაჯულების ლოგიკასიტყვის თავისუფლება და ქართული სასამართლო პრაქტიკა” თანამედროვე ქართული სასამართლოებისპრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე  კურიოზულად ახასიათებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქუთაისის საოლქოსასამართლომ გამოიტანა აქმეზე თემურ შაშიაშვილი დავით კუპრეიშვილისა და ახალი ვერსიისწინააღმდეგ

 ამ საქმის დეტალებს არ ჩავუღრმავდებით. მოკლედ ვიტყვით, რომ ვარდების რევოლუციამდე  იმერეთისგუბერნატორმა დავით კუპრეიშვილის და ვერსიის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი სასამართლოში პატივისა დაღირსების შემლახავი განცხადებების  გამო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შაშიაშვილისსასარგებლოდ ბიზნესმენ დავით კუპრეიშვილს 1 338 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხის გადახდა დააკისრა,ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, რასაც თემურ შაშიაშვილის გუბერნატორისთანამდებობიდან წასვლა მოჰყვა, ქუთაისის საოლქო სასამართლომ  განუხილველი დატოვა საქმე იმ მოტივით,რომ თემურ შაშიაშვილის უფლებამონაცვლე, დავით მუმლაძე პროცესზე არ გამოცხადდა და არ დააკმაყოფილათემურ შაშიაშვილის შუამდგომლობა იმ საბაბით, რომ ეს უკანასკნელი საკუთარ პატივსა და ღირსებასრწმუნებულის რანგში იცავდა.

 ქალბატონი თამარი თავის ნაშრომში წერს: „ბუნდოვანი დარჩა, თუ ვის დაეკისრა 5 ათასი ლარის ოდენობითბაჟის გადახდა – თემურ შაშიაშვილს თუ მის უფლებამონაცვლე დავით მუმლაძეს, ცალკე საუბრის თემაა ისსანქციები, რომელიც სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა, რასაც არ ითვალისწინებდადა არც ამჟამად ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა; მორალური ზიანის კომპენსაცია და კომპენსაციისოდენობად 1 338 000 აშშ-ის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის დაკისრების არავითარისაფუძველი არ არსებობდა”

 აღნიშნულ ნაშრომს იმერეთის გუბერნატორი უკვე პარტია „თეთრების” თავმჯდომარის რანგში გაეცნო,ქალბატონი თამარისადმი გაგზავნილ მიმართვაში თეთრების ლიდერი ქუთაისის საოლქო სასამართლოსგადაწყვეტილებას  პრეზიდენტ სააკაშვილის პირველ პოლიტიკურ სასამართლო განჩინება უწოდებს: „ეს არისპრეზიდენტ სააკაშვილის პირველი  პოლიტიკური სასამართლო განჩინება. თქვენ თვითონ განსაჯეთ: მიხეილსააკაშვილის ინაუგურაცია შედგა 2004 წლის 20 იანვარს, ხოლო 2004 წლის 20 თებერვალს, ანუინაუგურაციიდან ერთი თვის შემდგომ სასამართლო ცვლის მის მიერვე ორი წლის წინ მიღებულგადაწყვეტილებას და ცვლის რადიკალურად. უფრო მეტიც, არა მარტო ბათილად ცნობს სასამართლოგადაწყვეტილებას ჩემს მიერ 1 338 000 აშშ დოლარის მოგების თაობაზე, არამედ მავალდებულებს სასამართლობაჟის გადახდას (5 000 ლარი),  გადაუხდელობის გამო მიყადაღებს პირად ბიბლიოთეკას, როიალს და ჭაღს…იწყებს კომისიების შექმნას ქუთაისსა და იმერეთში ხელმძღვანელობის პერიოდის შესწავლის მიზნით. მიზანიიყო ჩემი დაპატიმრება. ამას პირად საუბრებში მეუბნებოდნენ კიდეც”, –წერია მიმართვაში

 ქალბატონ თამარ კინწურაშვილის ნაშრომიდან პირდაპირ თუ ირიბად, აშკარად ჩანს  ის, რასაც ვამტკიცებდი:ფეროშენადნობთა ქარხნის, ჭიათურმანგანუმისა და სილიკომანგანუმის უკან იდგა (არც დღეს დაუკარგავს ესგავლენა) მიხეილ სააკაშვილი, მისი ოჯახი (განსაკუთრებით ბიძა თემურ ალასანია), მეგობრები – ძმებიბეჟუაშვილების,  მერაბ სამადაშვილის და ბევრი სხვის (მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის)  სახით. მე დღესაცვაგრძელებ ბრძოლას სიბნელით მოცული, პირდაპირ ვიტყვი, ამ პოლიტიკური ტერორის  ხალხის სამსჯავროზე გამოსატანად. 

დღეს ჩემთვის უკვე ვარაუდი აღარ არის ორი საეჭვო ავტოავარიის  ერთი წლის განმავლობაში  (2000 წლის აპრილსა და 2001 წლის თებერვალში) იმის შემდგომ, რაც ვამხილე მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახისა და მისიგუნდის დამანგრეველი ინტერესები ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ღერძთან – ჭიათურა –ტყიბული-ზესტაფონიდაკავშირებით და განსაკუთრებით მას შემდგომ, როცა ვთქვი, რომ მონაწილეობას მივიღებდი საპრეზიდენტოარჩევნებში.

 გამოთქვამ სურვილს, რათა ამ საქმით დღეს დაინტერესდეს ადვოკატთა ასოციაცია, და ჟურნალისტები.

 ბევრ კარგ დასკვნას გავაკეთებთ მომავლის საქართველოსათვის და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშევნახავთ, რა სიბინძურეს წარმოადგენდა სააკაშვილი საქართველოსათვის”, – ნათქვამია „თეთრების” ლიდერის  მიმართვაში”.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *