(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ქვეყნის გადარჩენა პროფესიონალ, მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებშია!

news_72292თეთრებისლიდერი თემურ შაშიაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

ამ დღეებმა ჩემის აზრით ყველა მოაზროვნე და ქვეყანაზე მოფიქრალი დაარწმუნა, რომ   “ნაცმოძრაობა“,როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია გასასამართლებელია, ქართულიოცნებ გასაშვები  და მოსაყვანიაახალი  ძალა, რომელიც პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული და ქვეყნის გარედან არ მართება.  

ასეთი მძლავრი ძალა არ არსებობს დღეს საქართველოში. პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას პატრონიგარეთ ჰყავსხალხი მიტოვებულიაასეთი ძალა შესაქმნელია და ამაზე სერიოზულად უნდა იფიქრონმეცნიერებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, იმ ხალხმა, ვისაც თვითონ კი არ უნდა ხელისუფლებაში მისვლა, არამედსურს ძლიერი საქართველო და მთელი ცხოვრება ამ განწყობით ცხოვრობდა.

ქვეყნის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა სწორედ  პოლიტიკურ  პარტიათა და პოლიტიკოსთათავგასულობის შედეგია. ქვეყნის გადარჩენა პროფესიონალ, მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებშია და არამყვირალა და რადიკალ, ქუჩის პოლიტიკოსებში, რომლებსაც მათ უცხოელი პატრონები აფინანსებენ დამფარველობენ. საქართველოში უნდა დამთავრდეს  პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფა, კინკლაობა დადაპირისპირება. საქართველოსთვის უნდა ვიბრძოდეთ. ასე მოქცევა კი მხოლოდ სახელმწიფო კაცებს,მეცნიერებს, მოღვაწეებს, მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ. თუმცა ეს რთული გზაა, მაგრამ გასავლელი, თუგვინდა საქართველოში დამთავრდეს ქუჩიდან მოსული ხელისუფალთა ერა.

ხალხმა განსაკუთრებულ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს  საქველმოქმედო ფონდების შემქმნელთა დაეკლესიების მშენებელთა მიმართ. დღემდე ძალიან ცოტაა, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ეკლესია ააშენა,ქველმოქმედება გასწია და პოლიტიკური დივიდენდი და მხარდაჭერა არ მოითხოვა. ეს საშინელებაა…” –აცხადებს თემურ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *