(მედიანიუსი)ნაცპარტია-გასამართლდეს, `ოცნება`-წავიდეს…. უნდა შეიქმნას ახალი ძალა _ თემურ შაშიაშვილი

shhhh„ამ დღეებმა, ჩემი აზრით, ყველა მოაზროვნე და ქვეყანაზე მოფიქრალი დაარწმუნა, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, გასასამართლებელია, `ქართული ოცნება” – გასაშვები და მოსაყვანია ახალი ძალა,რომელიც პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული და ქვეყნის გარედან არ მოიმართება. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი.

მისიბე თქმით, ასეთი მძლავრი ძალა არ არსებობს დღეს საქართველოში… პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას პატრონი გარეთ ჰყავს, ხალხი მიტოვებულია, ასეთი ძალა შესაქმნელია და ამაზე სერიოზულად უნდა იფიქრონ სახელმწიფო კაცებმა, მეცნიერებმა, მოღვაწეებმა, ანუ იმ ხალხმა, ვისაც თვითონ კი არ უნდა ხელისუფლებაში მისვლა, არამედ სურს ძლიერი საქართველო და მთელი ცხოვრება ამ განწყობით ცხოვრობდა.

თეთრების ლიდერის აზრით, ქვეყნის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა სწორედ პოლიტიკურ
პარტიათა და პოლიტიკოსთა თავგასულობის შედეგია.

`ქვეყნის გადარჩენა არც ბელადშია და არც მილიარდელში-მხოლოდ პროფესიონალ, მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებშია და არა მყვირალა და რადიკალ, ქუჩის პოლიტიკოსებში, რომლებსაც მათ უცხოელი პატრონები აფინანსებენ და მფარველობენ. – აცხადებს თეთრების ლიდერი, – საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფა, კინკლაობა და დაპირისპირება, ერთმანეთთან კი არა, საქართველოსთვის უნდა ვიბრძოდეთ. ასე მოქცევა კი მხოლოდ სახელმწიფო კაცებს, მეცნიერებს, მოღვაწეებს, მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ. თუმცა ეს რთული გზაა, მაგრამ გასავლელი, თუ გვინდა საქართველოში დამთავრდეს ქუჩიდან მოსული ხელისუფალთა ერა~ _ აცხადებს შასიაშვილი..

„თეთრების“ ლიდერის აზრით, ხალხმა განსაკუთრებულ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საქველმოქმედო ფონდების შემქმნელთა და ეკლესიების მშენებელთა მიმართ. მისი აზრით, „დღემდე ძალიან ცოტაა, პრაქტიკულად ნულთანაა ახლოს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ეკლესია ააშენა , ქველმოქმედება გასწია და პოლიტიკური დივიდენდი და მხარდაჭერა არ მოითხოვა. ეს საშინელებაა…“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

One Comment

  1. Mhttp:/მართალი ბრძანდებით ბატონო თემურ !
    პატივისცემით,
    ნუნუ ჩიჯავაძე
    პროფესორი, ქუთაისის ყოფილი აკად. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *