(საქართველო და მსოფლიო) თემურ შაშიაშვილი: საბჭოთა საქართველო თუ კრემლიდან იმართებოდა, დღეს თეთრი სახლიდან ვიმართებით, ეს კი დამოუკიდებლობა არ არის…”

1371640823_temuri_shashiashvili_2 მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით 24 წლის წინ საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა.  თუმცა წლების შემდეგ შემდეგ მაინც აქტუალურია კითხვა – არის  კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგანბ? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავსიუფლების 24 წელი 1990 იანი წლებიდან დღემდე? – ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხბა სფეროების წარმომადგენლები  ჩვენს რუბრიკაში ისაუბრებენ, რუბრიკის სტუმარია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი. 

 

– საქართველომ დამოუკიდებლობა  24 წლის წინ მოიპოვა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღესსაქართველო მართლაც  დამოუკიდებელი სახელმწიფოა?

დამოუკიდებლობა ქვეყნისთვის სანუკვარი , სანატრელი ოცნებაა და მისთვის ბრძოლას თაობები  შეეწირნენ, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ რას ნიშნავს ჩვენთვისდამოუკიდებლობა. თუ ჩვენთვის დამოუკიდებლობა მხოლოდ მოსკოვისგან დამოუკიდებლობასად ა ამერიკის ქვეშევრდომობას ნიშნავდა, მაშინ გამოდის, რომ ეს ორივე მიზენი მიღწეულია, მაგრამ რეალურად ეს ხომ არ არის დამოუკიდებლობა? დამოუკიდებლობა ნიშნავს, როდესაც სხვის მიერ არ იმართები. თუმცა ისიც მესმის, რომ აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს ( როგორც ფილოსოფოსები ამბობენ) მაგრამ შენს ხალხთან ერთად იმას მაინც უნდა წყვეტდე, სახელმწიფო რა  დათმობაზე შეიძლება წავიდეს დიდი მიზნებისათვის. ჩვენ კი ისიც არ ვიცით, რა  დავთმეთ და რას  ვთმობთ… უბრალოდ, ვხედავთ, რომ საბჭოთა საქართველო თუ ადრე კრემლიდან იმართებოდა, დღეს თეთრი სახლიდან ვიმართებით. ეს კი დამოუკიდებლობა არ არის.

გული მწყდება და ძალიან განვიცდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტი იკარგება საქართველოში, რადგან ამერიკამ ისეთებთან შეკრა კავშირი, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, რაღაც ალიანსები და არასამთავრობოები, ამერიკამ ისეთი მოთხოვნები და ამოცანები დაუყენა საქართველოს, რომ  მისი ავტორიტეტი ქვეყანაში დღითიდღე ნადგურდება. არადა, იყო პერიოდი, როცა მოსახლეობის 100% დარწმუნებული იყო, რომ ამერიკა გვიშველიდა. დღეს კი მხოლოდ 15-20% შემორჩა. ეს განწყობა და ისიც ისეთებს, რომლებიც ქვეყნის გარედან ფინანსდებიან  და  მატერიალურ სარგებელს იღებენ.

რაც რუსეთმა 70 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, ამერიკამ მცირე პერიოდში მოახერხა და ასე დაკარგა ავტორიტეტი ხალხის თვალში, ეს არ არის კარგი არც ჩვენთვის,ა რც მათთვის, მაგრამ ეს რეალობაა.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული წრეების წარმომადგენლებს ქართველი ხალხის აზრი ამერიკაზე არ აინტერესებთ. მათ მხოლოდ ის უნდათ,  რომ თავიანთი მონა-მორჩილი ხელისუფალი იყოს  კარგად და , თუ რომელიმე ხელისუფალი მათი მონამორჩილი არ იქნება, შეეცდებიან შეცვალონ.

ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ ქვეყნის გარედ დაიწერა პროგრამა, როგორ დაამონონ და დააუძლურონ ხალხი, რათა შემდეგ ადვილად მართონ. ასეც მოხდა, ედუარდ  შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში. ჯერ დაამშიეს ხალხი, ხოლო შემდეგ სააკაშვილს ამართვინეს. ეს მთელი სისტემა იყო.

 – რამ განაპირობა ასეთი საგანგაში რეალობა, მზარ არ აღმოვჩნდით დამოუკიდებლობისათვის?

 –  – ტახტისათვის ბრძოლა საქართველოს ისტორიულად ახასიათებდა. ეს ყველა ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად არის დამახასიათებელი. მაგრამ ქართველებისათვის, როგორც პატარა ერისათვის , ეს მომაკვდინებელია,. ჩემის აზრით, ჩვენი ქვეყნის უბედურების მიზეზი ის არის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსები მართავენ. საქართევლოში მხოლოდ ქუჩა აძლევს პოლიტიკოსს ხელისუფლებაში მოსვლის შანსს, ძლიერი და ეროვნული იდეებით დატვირთული იყო ზვიად გამსახურდია, მაგრამ ქუჩამ გაამარჯვებინა და ქუჩამვე დაამარცხა. შევარდნაძეც ქუჩის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში და ასევე ქუჩამ დაამარცხა. ქუჩიდან მოვიდა სააკაშვილი ავანტიურით და ასევე წავიდა ქუჩის მეშევობით მოვიდა ბიძინა ივანიშვილიც, მაგრამ  აქ უნდა დავსვათ წერტილი, რად გან ქუჩის მეშვეობით ხელისუფლების  შეცვლა უნდა დასრულდეს. საქართველოში უნდა დასრულდეს ქუჩის პოლიტიკოსების ერა. ქვეყანას ეშველება, როგორც კი გონება ემოციაზე გაიმარჯვებს. ქალი თუ კაცი სატელევიზიო ეთერში იგინება და ეს ხალხ სმოწონს.

 – ბატონო თემურ, გამოდის, რომ პრობლემა ჩვენშია, ჩემს ეროვნულ ხასიათში?
 – ასეც  ვერ ვიტყოდი. სხვა ქვეყნებმაც გაიარეს ასეთი პერიოდი,. ქართული ხასიათი ერთ-ერთ ძლიერ ხასიათად მიმაჩნია, ჩვენ ხომ დავით აღმაშენებლის ქვეყნიდან ვართ.

 – მაშინ რისი ბრალია, რომ როგორც ბრძანეთ მუდამ ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსები იმარჯვებენ?

– ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს ქართული ტელევიზია არ აქვს. ჩვენმა ტელევიზიებმა იმაზე დიდი უბედურება მოუტანეს ქართულ ცნობიერებას, ვიდრე  ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკოსმა. ბევრ პოლიტიკოსს ამხელა სატელევიზიო მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, ვინ იქნებოდა? – არც არავინ. ტელევიზია რომ არც ყოფილიყო, ვერც სააკაშვილი გახდებოდა პრეზიდენტი,

ტელევიზიები რას ლაპარაკობენ, ყურება აღარ მინდა. ქალი გამოდის და კაცს ეუბნება, სადაც შეგხვდები, იქ გცემო. ტელეწამყვანი ან პოლიტიკოსი ასე უნდა ლაპარაკობდეს? ეს თამარ მეფის ქვეყანაამ თუ შეშლილი ქვეყანა?!

ამას წინათ   ვთქვი, ახლა საქართველოში პოლიტიკოსების და პარტიების დრო კი არა, მოაზროვნე ადამიანების ერთობის დროა მეთქი.

თუ ხელისუფლებაში ისევ ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსი მოვიდა, საქართველო აღარ იარსებებს. ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. ნათქვამია, ვინც კარგ დროს ელოდება,  ცუდს ახანგრძლივებსო. ვინც რაღაც მოგვცა, იმას მივეცით ხმა. არადა ვინც ხმებს ყიდულონს, ის ქვეყანასაც გაყიდის და ვინც ხმებს ყიდის, ისიც ქვეყანას ყიდის. ამიტომაც გვექცევა საქართველო თავზე. ეხლა მთავარია, ღირსება დავიბრუნოთ და ხელისუფლებაში ღირსეული ხალხი მოვიყვანოთ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *