(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: ქვეყნის გარეთ დაიწერა პროგრამა, როგორ დაამონონ და დააუძლურონ ხალხი

„დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 24 წლისთავზე საქართველო ვერა და ვერ გახდა ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფო და თუ ადრე საბჭოთა საქართველო კრემლიდან იმართებოდა, დღეს თეთრისახლიდან ვიმართებით“, – ამ განცხადებას პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი გაზეთ „ საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში აკეთებს:
„ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტი დღითი დღე მცირდება საქართველოში, რაც ფრიად დასანანია.იყო პერიოდი, როცა მოსახლეობის 100% ამერიკაში საიმედო მოკავშირესა და მხსნელს ხედავდა დღეს კი მსგავსი პოზიცია მხოლოდ 15-20% შემორჩა, ისიც ძირითადად მათ, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება და მატერიალურ სარგებელს იღებს.
ამერიკამ ისეთი მოთხოვნები და ამოცანები დაუყენა საქართველოს, რომ მისი ავტორიტეტი ქვეყანაში დღითი დღე ნადგურდება. ამავდროულად, ისეთ ძალებთან შეკრა კავშირი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“,რაღაც ალიანსები და არასამთავრობოები. რაც რუსეთმა 70 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, ამერიკამ მცირე პერიოდში მოახერხა და ასე დაკარგა ავტორიტეტი ხალხის თვალში, ეს არ არის კარგი არც ჩვენთვის, არც მათთვის.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული წრეების წარმომადგენლებს ქართველი ხალხის აზრი მათ ქვეყანაზე არ აინტერესებთ. მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ თავიანთი მონა–მორჩილი ხელისუფალი იყოს კარგად და თუ რომელიმე ხელისუფალი მათი მონა-მორჩილი არ იქნება,შეეცდებიან, შეცვალონ.
დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებდი, ქვეყნის გარეთ დაიწერაპროგრამა, როგორ დაამონონ და დააუძლურონ ხალხი, რათა შემდეგ ადვილად მართონ. ასეც მოხდა, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში, ჯერ დაამშიეს ხალხი, ხოლო შემდეგ სააკაშვილს ამართვინეს. ეს მთელი სისტემა იყო“, – აცხადებს შაშიაშვილი.



