(reportiori) ზურაბ ხასია: პარტია „თეთრები“ უკვე დიდი ხანია საუბრობს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე!

 

პარტია „თეთრების” გენერალური მდივანი ზურაბ ხასია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 დღეს აქტიური საუბარები მიდის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. დღევანდელ „ახალ თაობაში”გამოქვეყნდა ექსპერტის, ფსიქოლოგის რამაზ საყვარელიძის ინტერვიუ, რომელშიც საუბარია  საარჩევნო კოდექსზე. ბატონი რამაზი გამოხატავს  აღფრთოვანებას  საარჩევნო სისტემის მთლიანად მაჟორიტარულპრინციპზე გადასვლის მიმართ. „ვის დაებადა ეს იდეა? დავიჯერო, გვყავს ქართულ პოლიტიკაში ასეთიპოლიტიკოსები, ვინც ამ იდეას მხარს უჭერს? უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ ჩვენთან ეს სისტემა დაინერგება”,  – აცხადებს ბატონი რამაზი. 

ბატონი რამაზის საპასუხოდ უნდა განვაცხადოთ, რომ პარტია „თეთრები” უკვე დიდი ხანია საუბრობსსაარჩევნო კოდექსის ცვლილების აუცილებლობაზე, და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე.

 ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში ჩვენ ამ თემას საგანგებო პრესკონფერენცია მივუძღვენით, სადაც მკაფიოდგანვაცხადეთ: „ჩვენ არ ვაფეტიშებთ არც მაჟორიტარულ სისტემას და არც პროპორციულ საარჩვნო სისტემასჩვენ ვითხოვთ, რომ საარჩევნო სისტემა მისი ყველა კომპონენტით, საჭიროებს მეცნიერულ ანალიზს და ამისსაფუძველზე ახალი  საარჩევნო სისტემის შექმნას. ჩვენი პოზიცია მოკლედ ასეთია: მაჟორიტარული სისტემისგაუქმება და მხოლოდ პროპორციულზე გადასვლა ნიშნავს ბელადის ინსტიტუტის გაძლიერებას, ხალხისროლის წაშლას, ავტორიტეტებისა და ძლიერი პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლას ბელადის სასარგებლოდ.ამას ძირითადში  მხარს ისინი უჭერენ, რომლებსაც მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსიარ აქვთ და პროპორციული სისტემით და მონური ფსიქოლოგიით შეუძლიათ პარლამენტში შეძრომა”. 

ასეთი იყო ჩვენი პოზიცია და რჩება დღესაც. ჩვენ მივესალმებით, თუ იგი გაზიარებული იქნება ექსპერტების,არასამთავრობოების, ასევე ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო:  http://reportiori.ge/?menuid=2&id=77373&lang=1

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *