(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: ადვილია ანტიქართული განწყობის ტელევიზიის შექმნა, რადგან უცხოეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს

news_72292ადვილია ანტიქართული განწყობის ტელევიზიის შექმნა, რადგან უცხოეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. „რუსთავი 2“ არის ნაცებისაგან მართვადი უძლიერესი საშუალება!“ – „თეთრების“ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი რუსთავი-2 თან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება.

„რუსთავი-2″ – ზე საუბარი ჩვენ გუშინ არ დაგვიწყია. ყოველთვის ვაყალიბებდით ჩვენს დამოკიდებულებას.  „რუსთავი 2“ არის ნაცებისაგან მართვადი უძლიერესი საშუალება! მათი მიზანი გასაგებია – შეინარჩუნონ და გააძლიერონ ტელევიზია, რომლის მეოხებით ქვეყნის გარე ძალების ინტერესების წარმატებით დაცვას გააგრძელებენ…  ხელისუფლებას კი სურს   ან მისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ან შეზღუდოს. ორთავე  პოზიცია დამანგრეველია. ორთავე მხრიდან ეს არის ბრძოლა არა საქართველოსათვის,   არამედ საძალაუფლებო ინსტრუმენტისათვის”, – აღნიშნა შაშიაშვილმა.

როგორც „თეთრების“ თავჯდომარე აღნიშნავს, „რუსთავი-2“-ის არსებობაზე მეტი ტრაგედიაა ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის.

„რუსთავი-2“-ის არსებობაზე მეტი ტრაგედიაა ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართული ეროვნული საყრდენებისათვის, ქართული ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამოუკიდებელ საქართველოში გააკეთეს ყველაზე ძლიერმა საინფორმაციო საშუალებებმა, უპირველესად ტელევიზიებმა, ელექტრონულმა  მედიამ. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართული ზრახვების განხორციელებას, რომ მას არ ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა. „რუსთავი 2“ პირველობდა ამ საქმეში,  მრავალი სხვა კი მას ემსგავსებოდა…ეს დამანგრეველი პროცესი  დღესაც  გრძელდება”, განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

მისივე თქმით, ადვილია ანტიქართული განწყობის ტელევიზიის შექმნა, რადგან უცხოეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

„მე არ ვიცი, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია, ან  ოპოზიციური ტელევიზია, მე ვიცი მხოლოდ მართალი ტელევიზია! დრომ დაადასტურა ბატონი რეზო ჩხეიძის გენიალური აზრი, რომ საჭიროა ბრძოლა არა მიუღებელი პოზიციის ტელევიზიების წინააღმდეგ, არამედ მართალი, დემოკრატიული და ქართული ცნობიერების ტელევიზიისათვის…

ძალიან ადვილია ანტიქართული განწყობის, დაპირისპირებაზე, ლანძღვა-გინებაზე ორიენტირებული საინფორმაციო საშუალების, ტელევიზიის შექმნა, ვინაიდან  ძალიან ძლიერი უცხოური მხარდაჭერა აქვს.  მაგრამ  ძალზე ძნელი, ურთულესია  ეროვნული განწყობის და პლანეტარული აზროვნების ტელევიზიის შექმნა“,   – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *