(reportiori)თემურ შაშიაშვილი: საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის!

პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი „რუსთავი 2″-ის ირგვლივ შექმნილ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რუსთავი 2“–ზე საუბარი ჩვენ გუშინ არ დაგვიწყია. ყოველთვის ვაყალიბებდით ჩვენს დამოკიდებულებას. რაცდღეს ხდება, სასარგებლოა სწორედ „რუსთავი 2“-სთვის და საზიანოა ქვეყნის ინტერესებისათვის. შეიძლებაითქვას,რომ ხელისუფლება არეულობის ხელშემწყობი ხდება და ნებსით თუ უნებლიეთ, ასრულებსანტიქართულ ძალთა სურვილს, ქვეყნის დამანგრეველი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთაობაზე.
„რუსთავი 2″ არის ნაცებისაგან მართვადი უძლიერესი საშუალება! მათი მიზანი გასაგებია – შეინარჩუნონ დაგააძლიერონ ტელევიზია, რომლის მეოხებით გააგრძელებენ ქვეყნის გარე ძალების ინტერესების წარმატებითდაცვას… ხელისუფლებას კი სურს, ან მისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ან შეზღუდოს. ორთავე პოზიციადამანგრეველია. ორთავე მხრიდან ეს არის ბრძოლა არა საქართველოსათვის, არამედ საძალაუფლებოინსტრუმენტისათვის.
„რუსთავი 2″-ის არსებობაზე მეტი ტრაგედიაა ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარარის, მეტიც, ებრძვის საქართველოს. ქართული ტელევიზიები კი ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურპარტიათა აგიტპუნქტებად იქცნენ.
მე არ ვიცი, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია, მე არ ვიცი, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია, მე ვიციმხოლოდ მართალი ტელევიზია! არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველიდარტყმა არ მიუყენებია ქართული ეროვნული საყრდენებისათვის, ქართული ცნობიერებისათვის, როგორც ესდამოუკიდებელ საქართველოში გააკეთეს ყველაზე ძლიერმა საინფორმაციო საშუალებებმა, უპირველესადტელევიზიებმა, ელექტრონულმა მედიამ. თუნდაც იმის გამო, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდაბინძური ანტიქართული ზრახვების განხორციელებას, რომ მას არ ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად,სატელევიზიო მხარდაჭერა. „რუსთავი 2″ პირველობდა ამ საქმეში, მრავალი სხვა კი მას ემსგავსებოდა… ესდამანგრეველი პროცესი დღესაც გრძელდება.
სამწუხაროა, რომ აგიტპუნქტ–ტელევიზიებს მხარდამჭერი და მაყურებელი ჰყავს. მაგრამ ამ უარყოფით პროცესსაქვს თავისი პოზიტივიც – პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის ვაჭრული სულისა და ნამდვილი სახის წარმოჩენა.
დრომ დაადასტურა ბატონი რეზო ჩხეიძის გენიალური აზრი, რომ საჭიროა ბრძოლა არა მიუღებელი პოზიციისტელევიზიების წინააღმდეგ, არამედ მართალი, დემოკრატიული და ქართული ცნობიერების ტელევიზიისათვის…
ძალიან ადვილია ანტიქართული განწყობის, დაპირისპირებაზე, ლანძღვა–გინებაზე ორიენტირებულისაინფორმაციო საშუალების, ტელევიზიის შექმნა, ვინაიდან აქვს ძალიან ძლიერი უცხოური მხარდაჭერა.მაგრამ ძალზე ძნელი, ურთულესია ეროვნული განწყობის და პლანეტარული აზროვნების ტელევიზიის შექმნა, ვინაიდან ამას ეწინააღმდეგება ქვეყნის გარე ძალები. მე იმ ადამიანებთან დგომას ვამჯობინებ, ვინც მეორე,რთული გზა აირჩია. ეს არის ჩემი პოზიცია“, – ნათქვამია განცხადებაში.



