( ვერსია) თემურ შაშიაშვილი: არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ ძლიერი პარტიით! ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვეყოლება – საქართველო ჩვენგან ძლიერ და სერიოზულ გუნდს უნდა ელოდეს!

 

news_71964ნაციონალების დროს ყველაზე აქტიური ოპოზიციური გაერთიანება სახალხო კრება იყო. კრების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სახე კი „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი. ნინო ბურჯანაძესთან ერთად, შაშიაშვილი კარგა ხანს იბრძოდა, 2012 წლის არჩევნებშიც მისი მეგობრების სიაში ეწერებოდა და არა კონკურენეტბის, თუმცა მათი გზები მაინც გაიყო. ნინო ბურჯანაძემ ჯერ ქრისტიან-დემოკრატების  დიდი ნაწილი შეიერთა, შემდეგ რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის, ნაციონალებთან ერთად, შუალედურ არჩევნების ბოიკოტი გამოუცხადა. თუმცა შაშიაშვილის ძალა არც იმ 12 პარტიულ სიაში და არც შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა, ისიც ცხადია, რომ მას არც არჩევნების მაჟორიტარული წესის გაუქმება სურს, რადგან, ალბათ ფსონს, 2016 წლისთვის ქუთაისის მაჟორიტარობაზე დებს. თუმცა მისი ძველი აქტიურობიდან დღეს მხოლოდ მოგონებები დარჩა. სად არის და რას აპირებს თემურ შაშიაშვილი – „ვერსიას“ „თეთრების“ ლიდერი ესაუბრება.

 – ბატონო თემურ შუალედური არჩევნებია კარს მომდგარი, თქვენ კი პოზიციურად , არსად ჩანხართ – არც 12 პარტიულ ოპოზიციურ გაერთიანებაში და არც წინასაარჩევნო ხაზზე, რატომ?

– პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ყველამ ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმის გამო, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ ბევრი განათლებული და კარგი კაცი იმით ტრაბახობს, პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს და არც არჩევნებზე მივდივარო. ამდენი სიბინძურე, რაც დღეს ქართულ  პოლიტიკაშია, არც ერთ სხვა სფეროში არ არის. ერთნი „ესენგე“-ში შესვლას ითხოვენ, თუ არ შევალთ დავიღუპებითო, და მერე ამბობდნენ, რომ ესენგემ დაღუპა ქვეყანაო. ამბობდნენ,რკინიგზა უნდა გადავკეტოთო და რუსეთის წინააღმდეგ აქვიებს აწყონდნენ, მერე ისევ რუსეთში გარბოდნენ და  ბოდიშებს იხდიდნენ. ხოლო ის ხალხი, რომელსაც შეცდომა არ მოსვლია, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსად საერთოდ არ ითვლება. ამ დროს მოდის ივანიშვილი და ამბობს, პოლიტიკოსი არ ვარო – შეიძლება, ყველაფერს მართავდე და პოლიტიკოსი არ იყო? სასაცილოა ეს ყველაფერი! თან მთელი პოლიტიკა ბიზნესად იქცა. და ისიც მაოცენს, რამდენს უძლებს ეს ბიზნესი, ვიღაცას არჩევნებში მონაწილეობა აწყობს და ესეც ბიზნესია, ვიღაცას არმონაწილეობა უფრო აწყობს და ესეც ბიზნესია. ახლა მითხარით, აი, ამ ვიტარებაზე რა პოზიცია უნდა  მქონდეს?! დღეანდელ და ყოფილ ხელისუფლებასაც მხოლოდ მორჩილები სჭირდებოდათ, ფეხქვეთ გაეგები, თანამდებობაზე ხარ, შენი პოზიცია გექნება – ნული ხდები, ვიდრე ქვეყანაში ასეთი ხელისუფლებაა, არც შუალედური არჩევნებს აქვს აზრი  და არც ძირითადს.

 – ვინც შუალედურ არჩევნებში მონაწილეობს, მას მხოლოდ ბიზნესინტერესი აქვს , თუ ხელისუფლების საქმეს აკეთებს? დაახლოებით ასეთია თქვენი ერთ-ერთი განცხადების შინაარსი.

– ახლა ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების საქმეს მიზანმიმართულად აკეთებენ, მაგრამ ეს მათდაუნებურად, ასე გამოდის. ისიც არ ვიცი, ვინ მონაწილეობს არჩევნებში, თუმცა ვისურვებდი, პარლამენტში პოლიტიკოსები შედიოდნენ. ხომ გახსოვთ, რა ამბები ატყდა, როცა პირველმა მე ვთქვი იმის შესახებ, არ შეიძლება ამდენი სპორტსმენი თუ ხელოვანი იყოს საკანონმდებლო ორგანოში-მეთქი. ისიც გემახსოვრებათ, მაშინ რა დღე მაყარეს. დღეს ამ განცხადებებს  თავად  იმეორებენ. სააკაშვილმა და ივანიშვილმა ქართულ პარლამენტარიზმს უდიდესი დარტყმა მიაყენეს.

– მაშინ რატომ არ ხართ იმ 12 პარტიასთან ერთად, ვინც შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს?!

– არჩევნებს ბოიკოტს არ ვუცხადებ. მაგრამ მასში არც ვმონაწილეობ და მაქვს ჩემი პოზიცია არ მინდა იმ პოლიტიკურ პარტიებთან ყოფნას, რომლებიც ჩემს ხედვას არ იზიარებენ. ქვეყნის პოლიტიკოსთან ცხოვრების წიგნი, პოლიტიკოსად აღიარების წესი სჭირდება.

ლუსტრაციის კანონზეა საუბარი?

– რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ გამოვიდნენ და უპასუხონ ხალხის კითხვებს: ვის რა პოზიცია ჰქონდა სამოქალაქო ომის დროს, „ესენგე“ – ში შესვლის დროს და ა.შ.

 – და ამ 12 პარტიაში თქვენი მთავარი მოკავშირე ნინო ბურჯანაძეცაა, თუ აღარ ხართ მოკავშირეები?

–  ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ სადაა. მეც არ ვიყო ამ გაერთიანებაში, იგივეს ვიტყოდი. ნინო ბურჯანაძემ სხვადასხვა გაერთიანებით დიდი შეცდომა დაუშვა. ქალბატონ ბურჯანაძეს ღიად  ვუთხარი, რომ სირცხვილად მიმაჩნია იმ 12 პარტიასთან ერთად ბრძოლა, დგომა და საერთოდ აღარ დავჯდები მოლაპარაკების იმ მაგიდასთან, სადაც მხოლოდ სკამზე მოფიქრალი პოლიტიკოსები სხედან. ბურჯანაძემ თავის გადაწყვეტილებებზე თვითონ აგოს პასუხი.

 – დამიზუსტეთ,  გაიყარა თუ არა თქვენი და ბურჯანაძის გზები საბოლოოდ?

– არ მგონია, რომ პოლიტიკაში და , მით უმეტეს არჩევნებში სადმე კიდევ ერთად ვიქნებით. „სახალხო კრებაში“ ვიყავით, რომელიც პარტიული გაერთიანება არ ყოფილა  და სწორედ ეს შეეშალა ჩვენთან ნინო ბურჯანაძეს. ამიტომ სხვებთანაც აღარ დავჯდებით სალაპარაკოდ, ამიერიდან მხოლოდ პროფესიონალების გვერდით ვიქნები. შეიძლება თემურ შაშიაშვილის ერთგული არ იყო,, მაგრამ ქვეყანას უერთგულო, თუმცა ამის მიხედვით, პარტნიორებს არავინ არჩევს. ივანიშვილმაც პირადად მისი ერთგული  ლაქიები მოიყვანა  პოლიტიკაში და ჩვენც დაგვღუპა და საკუთარი თავიც. არ ვიცი, ვისი გზები სად გაიყარა, მაგრამ ვიცი, სად ვარ. „თეთრები“ იმ  ხალხის გვერდით ვდგავართ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო პოლიტიკოსად აღიარების რაღაც სისტემაა საჭირო.

ერთ მაგიდასთან შეკრებილ იმ 12 პარტიას პოლიტიკოსებად არ მივიჩნევ, რადგან არც მათ მივაჩნივარ პოლიტიკოსად. ისინი „თეთრებს“ პარტიად  არ თვლიან, მაგრამ თავად კლასიკური გაგებით პარტიები არიან?! შეიკრიბება 5-6 პარტია, იშოვიან საყრდენს, ვინც მხარს უჭერს ან აფინანსებს და მერე ვითომ ერთიანდებიან. ეს ხომ ნამდვილი იდეის გარშემო შეკრული გაერთიანება არ არის?! ყველაფერი დანარჩენი პარტიული გუნდების წიოკია და მერე ბიზნესმენების დაწიოკებაა. ესაა რეალობა.

ერთსაც გეტყვით, საქართველოს პოლიტიკოსთა 90% ან რუსეთს ემსახურება, ან ამერიკას, ის, ვინც ყველაზე მეტად ეგება ფეხქვეშ ამერიკას, რეალურად იმას ებრძვის, რაც მართლაც კარგია ამერიკაში – ეკჯონომიკური პოლიტიკის ლიბერალიზება არ სურთ, არცმაჟორიტარული  არჩევნები უნდათ.

 – მაჟორიტარული წესის გაუქმება რომ არ გინდათ, ეს ნათელია.

– ამერიკაში მაჟორიტარებითაა დაკომპლექტებული კონგრესი და სენატი. სააკაშვილიც დიდი ანტიამერიკელი იყო და ივანიშვილიც, დაწყებული მის მიერ ფულების დარიგებით და გაგრძელებული მისი სხვა ნებისმიერი ქმედებით

 – ისე, „სახალხო კრების“ ყოფილმა წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა , რომ თქვა, ყოფილი ხელისუფლების გარკვეულ წრეს ბიძინა ივანიშვილის აფეთქება უნდაო, ეს განცხადება რას ნიშნავს?

– რას ნიშნავს, ვერ გეტყვით, მაგრამ ვისურვებდი, ირაკლი ბათიაშვილი ამ განცხადებით არ გამოსულიყო, რადგან მის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ. არავის აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის აფეთქება. აი, ვისაც მისი აფეთქება უნდა აინტერესებდეს, იმას სწორედ ასეთი ბიძინა ივანიშვილი უფრო სჭირდება. იმ ძალებს,  ვინც ბიძინა ივანიშვილის აფეთქებაზე საუბრობს, გაცილებით მეტად აწყობ საქართველოში ჩამოყვანილი და აფეთქებული სააკაშვილის ხილვა,

 – ეს რას ნიშნავს, ანუ, თავად ყოფილ ხელისუფლებას სურს სააკაშვილის აფეთქება?

– საუბარია იმ ძალებზე, ვისზეც ბათიაშვილი აკეთებს აქცენტს. დიახ,  მათ რეალურად სააკაშვილის აფეთქება აწყობთ. ამიტომ სწორად იქცევა ეს ხელისუფლება, სააკაშვილს საქართველოში რომ არ უშვებს.  რადგან ამ ძალების მიზანია სააკაშვილი აქ ჩამოვიდეს, აფეთქდეს და გმირად იქცეს.

 – შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რა არის, ვადამდელი არჩევნები, როგორც ამას ნაციონალები ითხოვენ?

– არჩევნებამდე ერთი წელი რჩება, ასე რომ ვადამდელი არცევნების მოთხოვნა ეხლა სისულელეა, ამ ვითარებიდან გამოსავალი ერთია ნაციონალური მოძრაობა სახალხო სასამართლომ უნდა გაასამართლოს, „ოცნება“ კი უნდა წავიდეს, რადგან ამ ძალის შიგნით იმის არავითარი პოტენციალი არ არის, რომ ვითარების შეცვლა შეუძლია.

 – გულაცრუებული კი ხართ პოლიტიკაზე, მაგრამ თქვენ რას აპირებთ საპარლამენტო არჩევნებისათვის?

– რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, ოღონდ პროფესიონალებთან ერთად და ძლიერი პარტიით! ჩვენ  ძალიან ძლიერი გუნდი გვეყოლება – საქართველო ჩვენგან ძლიერ და სერიოზულ გუნდს უნდა ელოდეს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *