(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: უცხოელ პატრონთა სურვილის გასაღება ქართველი ხალხის ნებად, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მოსახლეობის სულიერი მოწამვლა

„თუ კაცები ვართ, თუ გვაქვს ქართული სისხლი,დავდგეთ საქართველოსთვის!” – ასე ეხმიანება „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ენდიაის მორიგ კვლევებს.
„თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ენ-დი-აის კვლევებს არავითარი საერთო არ აქვს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებულ კვლევასთან.
“ენდიაი” რეალობას კი არ ასახავს, ის აკეთებს იმას, რაც უნდა შემკვეთს, ანუ ენდიაი – ს მიერ გაკეთებული “კვლევა” არის ნიშანი იმისა, რა პოლიტიკური ძალთა განლაგება სურს იხილოს საქართველოში ევროატლანტიკური და ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყველაზე რეაქციულ ძალებს; ხდება საქართველოს მოსახლეობის რეალური აზრის იგნორირება, გაყალბება, უცხოელ პატრონთა სურვილის გასაღება ქართველი ხალხის ნებად, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მოსახლეობის სულიერი მოწამვლა, ეროვნული ცნობიერების ნგრევა“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=35158




