(postalioni)პარტია თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი NDI-ს კვლევებს ეხმაურება

თუ კაცები ვართ, თუ გვაქვს ქართული სისხლი, დავდგეთ საქართველოსთვის!” – ასე ეხმიანება „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი NDI-ს მორიგ კვლევებს. შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევებს არავითარი საერთო არ აქვს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებულ კვლევასთან.“ენდიაი” რეალობას კი არ ასახავს, ის აკეთებს იმას, რაც უნდა შემკვეთს, ანუ ენდიაის მიერ გაკეთებული “კვლევა” არის ნიშანი იმისა, რა პოლიტიკური ძალთა განლაგება სურს იხილოს საქართველოში ევროატლანტიკური და ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყველაზე რეაქციულ ძალებს; ხდება საქართველოს მოსახლეობის რეალური აზრის იგნორირება, გაყალბება, უცხოელ პატრონთა სურვილის გასაღება ქართველი ხალხის ნებად, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მოსახლეობის სულიერი მოწამვლა, ეროვნული ცნობიერების ნგრევა“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
Facebook Comments



