(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი NDI-ს კვლევებს ეხმაურება

news_72292„თუ კაცები ვართ, თუ გვაქვს ქართული სისხლი, დავდგეთ საქართველოსთვის!” –  ასე ეხმაურება „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი NDI-ის მორიგ კვლევებს.

„თეთრების” ლიდერი მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევებს არავითარი საერთო არ აქვს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებულ კვლევასთან.

NDI რეალობას კი არ ასახავს, ის აკეთებს იმას, რაც უნდა შემკვეთს, ანუ NDI-ის მიერ გაკეთებული „კვლევა” არის ნიშანი იმისა,  რა პოლიტიკურ ძალთა განლაგება სურს იხილოს  საქართველოში  ევროატლანტიკური და ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყველაზე რეაქციულ ძალებს; ხდება საქართველოს მოსახლეობის რეალური აზრის იგნორირება, გაყალბება, უცხოელ პატრონთა სურვილის გასაღება ქართველი ხალხის ნებად, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მოსახლეობის სულიერი მოწამვლა, ეროვნული ცნობიერების ნგრევა”, –  აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *