(საზოგადოება) „რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ხელმძღვანელობამ ათენში გამართული ქართველთა დიდი ფორუმის გაშუქება აუკრძალა”

11701173_10205802435531529_5900012183104575550_n„საქართველოს ძალიან სერიოზული მომავალი აქვს. ჩვენ უაღრესად საინტერესო ხალხი გვყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ყოველთა ქართველთა კონგრესის მზადების პერიოდში ჩვენ მოვიარეთ მრავალი ქვეყანა,  შევხვდით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. პირდაპირ ვიტყვი, დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“ აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

„ვინც წავიდა ევროპაში, ნახა ნამდვილი ევროპა, ვინც წავიდა ამერიკაში – ნახა რეალური ამერიკა, ვინც წავიდა რუსეთში – ნახა რეალური რუსეთი და მათ ყველაზე უკეთ იციან, რომ  საქართველოს გადარჩენა არა სადმე სხვაგანაა არამედ მხოლოდ საქართველოში!

ივნისის თვეში  საბერძნეთში ვიყავით, 12 ივნისს, პეტრეპავლობას, 700 ქართველი შეიკრიბა ათენის კულტურის ცენტრში. იმ დღეს   „რუსთავი 2“ ს გადამღები ჯგუფი იყო ჩასული ათენში,  მაგრამ მიუხედავად ორგანიზატორთა მოწვევისა  ტელეკომპანიის  ხელმძღვანელობამ აუკრძალა ჟურნალისტებს ქართველთა დიდი ფორუმის გაშუქება.

მათ მხოლოდ საბერძნეთის ანტისამთავრობო მიტინგების და გამოსვლების გაშუქება ჰქონდათ დავალებული.  ეს არის ხალხის ტელევიზია და მართალი ტელევიზია? რომელმაც ქართველი ხალხის დიდი თავყრილობა არ გააშუქა  პეტრე-პავლობა დღეს?!  – განაცხდა „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *