(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ქუჩის პოლიტიკა უნდა დასრულდეს!

1371640823_temuri_shashiashvili_2პარტია „თეთრების” ლიდერს მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის დამანგრეველი და საშიშია პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა.

„არაერთხელ მითქვამს, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოს დიდი უბედურება ისაა, რომ პრაქტიკულად ყველა ხელისუფლება მოვიდა ქუჩიდან. ქუჩის აქციების თუ რევოლუციების ფონზე. დღეს კვლავ არის ამის საშიშროება. ქვეყანას რომ ეშველოს, აუცილებელია, გონება დაბრუნდეს პოლიტიკაში და ქუჩიდან მოსული ადამიანები აღარ მოხვდნენ ხელისუფლების სათავეში და ქუჩის გავლენა პოლიტიკაზე უნდა დასრულდეს.

 ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არავითარი მომავალი ქუჩის პოლიტიკას საქართველოში არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ გონიერი ადამიანები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. დღეს ისევ არის გარკვეული ძალების მცდელობა, ქუჩიდან წარმართონ პროცესები, რაზეც ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: ქუჩის პოლიტიკოსების ერა უნდა დასრულდეს. 

„რუსთავი 2″ არის ნაცებისაგან მართვადი უძლიერესი საშუალება! მათი მიზანი გასაგებია – შეინარჩუნონ და გააძლიერონ ტელევიზია, რომლის მეოხებით გააგრძელებენ ქვეყნის გარე ძალების ინტერესების წარმატებით დაცვას…” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=79102

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *