(sazogadoeba)„რუსთავი 2“ არის ნაცებისაგან მართვადი უძლიერესი საშუალება! მათი მიზანია გააძლიერონ ტელევიზია, რომლის მეოხებით ქვეყნის გარე ძალების ინტერესების წარმატებით დაცვას გააგრძელებენ

224008_146438458758212_6848026_nთეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ არის ქვეყნისთვის დამანგრეველია და საშიში პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა.

„არაერთხელ მითქვამს, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოს დიდი უბედურება ისაა, რომ დამოუკიდებელ პრაქტიკულად ყველა ხელისუფლება მოვიდა ქუჩიდან.ქუჩის აქციების თუ რევოლუციების ფონზე. დღეს კვლავ არის ამის საშიშროება.  ქვეყანას რომ ეშველოს, აუცილებელია გონება დაბრუნდეს პოლიტიკაში და ქუჩიდან მოსული ადამიანები აღარ მოხვდნენ ხელისუფლების სათავეში და ქუჩის გავლენა პოლიტიკაზე უნდა დასრულდეს. ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არავითარი მომავალი ქუჩის პოლიტიკას საქართველოში არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ გონიერი ადამიანები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. დღეს ისევ არის გარკვეული ძალების მცდელობა, ქუჩიდან წარმართონ პროცესები, რაზეც ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: ქუჩის პოლიტიკოსების ერა უნდა დასრულდეს,“ – აღნიშნა „თეთრების“ ლიდერმა.

“რუსთავი 2”- თან დაკავშირებით თემურ შაშიაშვილი თავის პოზიციას კვლავ ადასტურებს.

„რუსთავი 2“ არის ნაცებისაგან მართვადი უძლიერესი საშუალება! მათი მიზანი გასაგებია – შეინარჩუნონ და გააძლიერონ ტელევიზია, რომლის მეოხებით გააგრძელებენ ქვეყნის გარე ძალების ინტერესების წარმატებით დაცვას… ხელისუფლებას კი სურს ან მისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ან შეზღუდოს. ორთავე პოზიცია დამანგრეველია. ორთავე მხრიდან ეს არის ბრძოლა არა საქართველოსათვის, არამედ საძალაუფლებო ინსტრუმენტისათვის,“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

წყარო http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=35345

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *