(geonews.ge) რუსთავი 2“ არის ნაცებისგან მართვადი უძლიერესი საშუალება, ხელისუფლებას კი სურს გავლენის ქვეშ მოაქციოს, ან შეზღუდოს – თემურ შაშიაშვილი

„არაერთხელ მითქვამს, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოს დიდი უბედურება ისაა, რომ დამოუკიდებელ პრაქტიკულად ყველა ხელისუფლება მოვიდა ქუჩიდან.ქუჩის აქციების თუ რევოლუციების ფონზე. დღეს კვლავ არის ამის საშიშროება. ქვეყანას რომ ეშველოს, აუცილებელია გონება დაბრუნდეს პოლიტიკაში და ქუჩიდან მოსული ადამიანები აღარ მოხვდნენ ხელისუფლების სათავეში და ქუჩის გავლენა პოლიტიკაზე უნდა დასრულდეს. „ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არავითარი მომავალი ქუჩის პოლიტიკას საქართველოში არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ გონიერი ადამიანები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. დღეს ისევ არის გარკვეული ძალების მცდელობა, ქუჩიდან წარმართონ პროცესები, რაზეც ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: ქუჩის პოლიტიკოსების ერა უნდა დასრულდეს“. – აცხადებს თეთრების ლიდერი.
რუსთავი 2 თან დაკავშირებით თემურ შაშიაშვილი კვლავ ადასტურებს თავის პოზიციას.
„რუსთავი 2“ არის ნაცებისაგან მართვადი უძლიერესი საშუალება! მათი მიზანი გასაგებია – შეინარჩუნონ და გააძლიერონ ტელევიზია, რომლის მეოხებით გააგრძელებენ ქვეყნის გარე ძალების ინტერესების წარმატებით დაცვას… ხელისუფლებას კი სურს ან მისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ან შეზღუდოს. ორთავე პოზიცია დამანგრეველია. ორთავე მხრიდან ეს არის ბრძოლა არა საქართველოსათვის, არამედ საძალაუფლებო ინსტრუმენტისათვის“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.




