(reportiori)თემურ შაშიაშვილი: ამ დამანგრეველ პროცესებმა წარმოაჩინეს პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის ვაჭრული სული

„არცერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართულიეროვნული საყრდენებისათვის, ქართული ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამოუკიდებელსაქართველოში გააკეთეს ყველაზე ძლიერმა საინფორმაციო საშუალებებმა, უპირველესად ტელევიზიებმა.
თუნდაც იმის გამო, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართულიზრახვების განხორციელებას, რომ მას არ ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა. ამ საქმეში „რუსთავი 2″ პირველობდა, მრავალი სხვა კი მას ემსგავსებოდა. სააკაშვილიც და „ნაცმოძრაობაც” არარაობა იქნებოდნენ მათ გარეშე.სწორედ მათ შეიყვანეს ხალხი შეცდომაში.
მოსახლეობაზე საინფორმაციო ტერორის განხორციელების ეს დამანგრეველი პროცესიდღესაც გრძელდება. სამწუხაროა, რომ აგიტპუნქტ-ტელევიზიებს მხარდამჭერი დამაყურებელი ჰყავს.
ამ დამანგრეველ პროცესებმა წარმოაჩინეს პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის ვაჭრული სულიდა ნამდვილი სახე. ამაზრზენია პოლიტიკოსთა საკმაოდ დიდი ნაწილის ქცევა, პოზიცია,რომელსაც გამოხატავენ დღეს იმასთან დაკავშირებით, რასაც გუშინ საშინელებას ეძახდნენ. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პოლიტიკოსთა ამ შემადგენლობით არც ხალხიუნდა ელოდოს სიკეთეს და არც ქვეყანას ექნება მომავალი… ამას დანახვა უნდა დამოქმედება არა ემოციით, არამედ გონებით!” – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.



