(sazogadoeba)თემურ შაშიაშვილი: პოზიტივზე ორიენტირებული მართალი ტელევიზია ქვეყანას ჰაერივით სჭირდება

მედიასაშუალებები მხოლოდ ნეგატივზე არიან ორიენტირებული და მიყვებიან ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს“ , – სამართლიანად აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღევანდელ თავის გამოსვლაში.
„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საინფორმაციო სივრცის ნეგატიურობასა და აგრესიულობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. ასევე შერჩევით გემოვნებაზე რომ ტელევიზია მუდმივად აშუქებს ერთი და იგივე სახის პოლიტიკოსებს, რომლებიც ქუჩასა და ძალადობაზე არიან ორიენტირებულნი.
„არაერთხელ გამოსვლებში ხაზი გამისვამს, რომ სამწუხაროდ, საინფორმაციო სივრცე განსაკუთრებით სატელევიზიო, ნეგატივზეა ორიენტირებული. თვით სახელმწიფო საინფორმაციო სივრცეც ნეგატივზეა ორიენტირებული, ასე ქვეყანა ვერ წავა წინ. დღეს მომავლის საქართველოზე და პოზიტივზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცე უფრო საჭიროა. შეხედავ პრესას, ტელევიზიას და ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის და ამ ბრძოლაში დაიკარგა საქართველო,“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
როგორც „თეთრების“ ლიდერმა აღნიშნა, მედია სივრცე თითქოს დემოკრატიას ქადაგებენ, სინამდვილეში კი ძალადობაზე არიან ორიენტირებულები .
გადახედეთ, მთელი სატელევიზიო სივრცე უჭირავთ მყვირალა პოლიტიკოსებს და საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ ვითომ იბრძვიან და დემოკრატიას ქადაგებენ ის ტელევიზიები, რომლებიც თავად ძალადობაზე არიან ორიენტირებულები თუნდაც მათი ტოქშოუები ძალადობის დემონსტრაციაა. ზოგიერთი წამყვანის გამოჩენაც კი უკვე აუდიტორიაზე ძალადობაა… ამ დანგრეულ ქვეყანაში, ძალადობის პროპაგანდა მიდის ყველა მეტნაკლებად ყურებად ტელევიზიებში. მუდმივად საუბარობენ, ვინ ვის ესროლა, მოკლა, მოიპარა, ამ დროს პოზიტივზე არავინ ლაპარაკობს, მაშინ, როცა პოზიტივზე ორიენტირებული ტელევიზია, საინფ. საშუა;ლება ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. ტრაგედიაა, რომ საინფორმაციო სივრცე ებრძვის ყველაფერს ქართულს, სამწუხაროდ, დღეს ყველა ტელევიზია რუსთავი2 დაემსგავსა“ , – განაცხადა შაშიაშვილმა.
„რუსთავი 2“ ,რომელიც ნაციონალების დროს სულ იძახოდა, რომ ქვეყანა შენდებაო, დღეს იმის მტკიცებაშია, რომ ქვეყანა დაინგრა. ორად გაიყო ქვეყანა: ნაცები ამბობენ, რომ აშენებული ქვეყანა დაანგრია „ქართულმა ოცნებამ“, „ქართული ოცნება“ საპირისპიროს ამტკიცებს . მე ვეთანხმები შეფასებას, რომ „მოქალაქეთა კავშირმა, აღორძინებამ და ნაცმოძრაობამ დააქციეს ქვეყანა, მაგრამ ვერ აშენებს „ქართული ოცნება“,თუმცა ამისი დიდი იმედი და განწყობა იყო, ამას კეთილგანწყობით ვამბობ. არ მინდა ვიყო ნეგატიურად განწყობილი, შესაძლოა სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ არ მიწვევენ სხვადასხვა ტელევიზიებში სასაუბროდ, რადგან ისინი სწორედ ნეგატივზე არიან ორიენტირებულნი, მე კი მხოლოდ კეთილგანწყობით გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს,“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.



