(reportiori)თემურ შაშიაშვილი: პოზიტივზე ორიენტირებული საინფორმაციო საშუალება ქვეყანას ჰაერივით სჭირდება

1445პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.  პრემიერმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებები მხოლოდ ნეგატივზე არიან ორიენტირებული, რაც არასწორია.

„თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ საინფორმაციო სივრცის ნეგატიურობასა და   აგრესიულობაზე დიდი ხანია საუბრობს:

არაერთ გამოსვლაში გამისვამს ხაზი, რომ სამწუხაროდ, საინფორმაციო სივრცე, განსაკუთრებითსატელევიზიო, ნეგატივზეა ორიენტირებული. თვით  სახელმწიფო საინფორმაციო სივრცეც ნეგატივზეაორიენტირებული, ასე ქვეყანა ვერ წავა წინ. დღეს მომავლის საქართველოზე და პოზიტივზე ორიენტირებულისაინფორმაციო სივრცე უფრო საჭიროა. შეხედავ პრესას, ტელევიზიას და  ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის დაამ ბრძოლაში დაიკარგა საქართველო. გადახედეთ, მთელი სატელევიზიო სივრცე უჭირავთ მყვირალაპოლიტიკოსებს. საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ ვითომ იბრძვიან და დემოკრატიას ქადაგებენ  ისტელევიზიები, რომლებიც თავად ძალადობაზე არიან ორიენტირებულებითუნდაც მათი  ოქშოუებიძალადობის დემონსტრაციაა. ზოგიერთი წამყვანის გამოჩენაც კი უკვე აუდიტორიაზე ძალადობაა. ამ დანგრეულქვეყანაში ძალადობის პროპაგანდა მიდის ყველა მეტნაკლებად ყურებად ტელევიზიაში. მუდმივად  საუბრობენ,ვინ ვის ესროლა, მოკლა, მოიპარა, ამ დროს პოზიტივზე არავინ ლაპარაკობს, მაშინ, როცა  პოზიტივზეორიენტირებული ტელევიზია, საინფორმაციო საშუალება ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. ტრაგედიაა, რომ საინფორმაციო სივრცე ებრძვის  ყველაფერ  ქართულს,  სამწუხაროდ, დღეს ყველა ტელევიზია რუსთავი2“-სდაემსგავსა.

 

რუსთავი 2″ , რომელიც ნაციონალების დროს  სულ იძახოდა, რომ ქვეყანა შენდებაო, დღეს იმის მტკიცებაშია,რომ ქვეყანა დაინგრა.  ორად გაიყო  ქვეყანა: ნაცები ამბობენ, რომ აშენებული ქვეყანა დაანგრია  „ქართულმაოცნებამ”, „ქართული ოცნება”  საპირისპიროს ამტკიცებს . მე  ვეთანხმები შეფასებას,   რომ  „მოქალაქეთაკავშირმა“, აღორძინებამდა ნაცმოძრაობამდააქციეს ქვეყანა, მაგრამ ვერ აშენებს ქართული ოცნება“, თუმცაამისი დიდი იმედი და განწყობა იყო,  ამას კეთილგანწყობით ვამბობ.  არ მინდა, ვიყო ნეგატიურად განწყობილი,შესაძლოა, სწორედ ეს  არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ არ მიწვევენ სხვადასხვა ტელევიზიებში სასაუბროდ,რადგან ისინი სწორედ ნეგატივზე არიან ორიენტირებულნი,  მე კი მხოლოდ კეთილგანწყობით გამოვთქვამ ჩემსმოსაზრებებს“, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *