(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: ბატონი ხალვაშს მინდა შევახსენო ის პერიოდი, როცა ის სააკაშვილთან იყო

news_72292„თეთრების“  ლიდერი თემურ შაშიაშვილი ეხმიანება ქიბარ ხალვაშის მიმართვას  პრეზიდენტისადმი რომელშიც ბიზნესმენი პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს.

ამასთან დაკავშირებით თეთრების ლიდერმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ის შემთხვევაა,როცა სრულად ვეთანხმები ბატონ ქიბარ ხალვაშს.

თუმცა ბატონი ხალვაშს მინდა შევახსენო  ის პერიოდი,  როცა ის სააკაშვილთან იყო და ხელისუფლება საკუთრებას ართმევდა ხალხს, თვითონაც პრეზიდენტის და არა  დაჩაგრულთა  ინტერესებს იცავდა.  მისი პატრონაჟის ქვეშ მყოფი რუსთავი-2 კი ისეთივე სუბიექტური და “ნაციონალური” იყო, როგორიც დღესაა.

უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით, შორს წასვლა არ დამჭირდება,  პირადი მაგალითზე ვისაუბრებ. მიხეილ სააკაშვილის პირველი პოლიტიკური განჩინება სწორედ ჩემთან დაკავშირებით იქნა მიღებული ინაუგურაციიდან სულ რაღაც ერთ თვეში. როგორც ამას თვით სააკაშვილის გუნდის წევრები  ადასტურებენ, ეს იყო ერთ ერთი მძიმე გადაწყვეტილება. ამის შესახებ ქალბატონი თამარ კინწურაშვილი წერს თავის ნაშრომში.

ნაცვლად იმისა, რომ    ადამიანთა უფლებების დარღვევისა თუ საკუთრების ხელყოფის ეს უამრავი სხვა შემთხვევა რუსთავი 2 სთვის დიდი სიგნალი გამხდარიყო, მან პირიქით ხელი შეუწყო ამ მძიმე პროცესების გაგრძელებას უფრო მეტიც,  პრაქტიკულად მათ  კატალიზატორად გადაიქცა.

ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ეს ტელევიზია იყოს არა სახელისუფლებო  ან “ნაციონალურად ” ოპოზიციური, როგორც დღეს არის, არამედ, მართალი ტელევიზია.“

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *