(საზოგადოება)თემურ შაშიაშვილი: ბატონ ბიძინას ეგონა, მარგველაშვილი მის მიმართ იქნებოდა პლასტელინი

news_72292ბატონ ბიძინას აქვს ძალა, საკუთარი შეცდომა აღიაროს, მაგრამ მას არ შესწევს ძალა, არ სძულდეს ის, ვინც თავის დროზე არ შეცდა და სიმართლეს ამბობდა.  – ასე აფასებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტზე საუბრობს.

„სამარცხვინო,რომ ასეთი პრეზიდენტი ყავს საქართველოს .მას საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ მისცემდნენ ხმას და არა თუ საქართველოს მოსახლეობა აირჩევდა პრეზიდენტად, რომ არა ბიძინა ივანიშვილი.  კარგია, რომ ივანიშვილმა  დღეს ამის შესახებ  ისაუბრა, მაგრამ მთავარში არ ვეთანხმები, მარგველაშვილი არ შეცვლილა, მან ზუსტად თქვა ვინც იყო-პლასტენილი ვარო და რასაც მეტყვიან იმას გავაკეთებ, როგორ ფორმასაც მომცემენ, ისეთს დავემორჩილები და შესაბამისადაც ვიმოქმედებო.ასეც იქცევა.

ბატონ ბიძინას ეგონა, მარგველაშვილი მის მიმართ იქნებოდა პლასტელინი და მის მითითებებს შეასრულებდა,  სწორედ ამაში შეცდა . მარგველაშვილი პლასტელინი თავის პატრონების მიმართაა. მისი პატრონი კი “თავისუფლების ინსტიტუტია”. სოროსის ფონდია,NdI-ია, ანუ ის ორგანიზაციები, რომელთა რეგიონული ორგანიზაციები საქართველოში მან დააფუძნა. ამის შესახებ ჯერ კიდევ არჩევნების წინ  ხმამაღლა ვსაუბრობდით, ბატონ ივანიშვილს ვაფრთხილებდით, მაგრამ ჩვენი მოწოდებები პასუხგაუცემელი დარჩა. შედეგი სახეზეა  და ყველასთვის სავალალო.

საპრეზიდენტო არჩევნები ბატონმა ბიძინამ  ქართველი ხალხის დიდ გამარჯვებად შეაფასა, პარტია „თეთრებმა“  კი ჩათვალა,  რომ, საპრეზიდენტო დონეზე საქრთველოში ქართული განწყობა დამარცხდა. არჩევნების მეორე დღეს თეთრების განცხადებაში ვწერდით: „დრო დაადასტურებს, რომ გუშინ საქართველოში ქართული განწყობა დამარცხდა.“ ჩვენი განწყობა საპრეზიდენტო არჩევნებისადმი არ შეცვლილა. როგორც  ჩანს,  არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ბატონი ბიძინაც აღიარებს თავის შეცდომას, თუმცა, მას აქვს ძალა შეცდომა აღიაროს, მაგრამ არ ყოფნის ძალა არ სძულდეს ის, ვინც არ შეცდა!“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *