(sazogadoeba)თემურ შაშიაშვილი: მექმნება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს და ღარიბაშვილს უაღრესად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე

news_58717საქართველო დღეს: თვითკმაყოფილი ხელისუფლებები და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი“  – ასე აფასებს პარტია „თეთრების“ ლიდერი   ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს პრემიერის გამოსვლებს იმ ნაწილს,  სადაც  ისინი აღმატებულად აფასებენ მთავრობის საქმიანობას და ბოლო წლებში ქვეყნის დიდ  მიღწევებზე საუბრობენ.

„ვუსმენ ბატონი ივანიშვილისა  და პრემიერის გამოსვლას,  მექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ უაღრესად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ქვეყანაში რეალურად შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, ან არ იციან ვითარება, რაც თავისთავად ცუდია, ან, კიდებ უარესი – იციან და მაინც დაჟინებით იმეორებენ რომ ქვეყანა აღმშენებლობის გზით მიდის.

ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ  ქვეყანაში არის კონფლიქტი სახელისუფლო აზროვნებასა და ხალხის რეალურ მდგომარეობას შორის: ხელისუფალთა ანალიზით, წინ და წინ მივდივართ. ხალხის განწყობით – საქმე ქვეყანაში უკან და უკან მიდის. ეს კი  სამოქალაქო დაპირისპირების გზაა.“

თუმცა „თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ მზარდი თვითკმაყოფილება და თავდაჯერებულობა არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფალთა მავნე ჩვევაა.

„ბოლო  25 წელია, საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლება, როგორც წყლის ორი წვეთი, ისე ჰგავს ერთმანეთს: თვითდაჯერებულია, თვითკმაყოფილია. ყოველ ხელისუფლებას ერთი და იგივე ბრალდებით უშვებენ, მომდევნო ხელისუფლებები ერთი და იგივე დაპირებებით მოდიან, რომელსაც როგორც წესი არ ასრულებს. უცვლელია ასევე ყოველი ხელისუფლების მზარდი თვითკმაყოფილების ფონზე მოსახლეობის მდგომარეობის ტოტალური გაუარესება.

ლარის გაუფასურების, გამეფებული ტოტალური უმუშევრობის, ხალხის გაღატაკების ფონზე უცნაური და გაუგებარია , უფრო მძიმე შეფასება რომ არ გავაკეთოთ,  90 ათას სამუშაო ადგილზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე და სხვა მრავალ წარმატებაზე ბატონი ივანიშვილის საუბარი.

ყოველივე ამას მხოლოდ კეთილგანწყობით  ვამბობთ.  ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი მთავრობა  ბოროტად სარგებლობს ხალხის უსაზღვრო მოთმინებით ასევე ნაციონალური მოძრაობისადმი სიძულვილით. მათ შეექმნათ მცდარი წარმოდგენა, რომ წინა  ხელისუფლებისადმი სიძულვილის გამო და მათი დაბრუნების შიშით ხალხი ყველაფერს აპატიებს, ყველაფერზე თვალს დახუჭავს…

ეს არის მცდარი და მეტად საშიში  ტენდენცია. ვიმეორებთ –  ხელისუფლების თვითკმაყოფილების ფონზე მოსახლეობის მზარდი სიდუხჭირე არის გზა სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ.

ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. ხალხსაც და ხელისუფლებასაც სრულიად სხვა აზროვნება და პასუხისგებლობა მოგვეთხოვება! შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ერთში ვხედავდით და ვხედავთ დღესაც:  ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყნის გადარჩენა და მისი გაძლიერება არც ბელადშია, არც მილიარდერში, არც გარე დახმარებებში, არამედ თვით ხალხის განწყობაში და ხალხის ძალაში. რომელიც მხოლოდ არჩევნების დროს არ უნდა ვლინდებოდეს.

სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში ხალხი თავის ძალას და სიჯანსაღეს ხელისუფლებას მხოლოდ მისი უკიდურესი გახრწნის დროს აჩვენებს, როგორც ეს ნაცმოძრაობის შემთხვევაში მოხდა   ქვეყნისთვის სასიკეთოა, რომ  ხალხის ძალა ხელისუფლებაზე არჩევნების მეორე დღიდანვე იწყებდეს მოქმედებას“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *