თემურ შაშიაშვილი: დიდი საქმეა!  ეს არის ნამდვილი საქართველო!

12072015208 თურქეთში ვიზიტად მყოფი „თეთრების” ლიდერი  თემურ შაშიაშვილი   შეხვედრებს  მართავს  თურქეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. შეხვედრების მთავარი თემა ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა კონგრესისთვის მზადება  და მომდევნო წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნაა.

„თეთრების“ ლიდერმა მაღალი შეფასება მისცა ამ შეხვედრებს. მისი თქმით, ამ ბოლო ხანებში უცხოეთში ხშირმა ვიზიტებმა მას განუმტკიცეს აზრი იმის თაობაზე, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები არის უდიდესი და სამწუხაროდ ჯერაც გამოუყენებელი ინტელექტუალური რესურსი.

„ჩვენ გავაკეთეთ მონახაზი  თუ როგორ შეიძლება ავღნიშნოთ მომდევნო წელს შოთა რუსთაველის 850 წელი თურქეთში…მოხიბლული ვარ სტამბულის ქართველთა დიდი ჯგუფის დაინტერესებით ამ საქმით.  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, – მქონდა პატივი, ,სტამბულში სტუმრად ვყოფილიყავი “ქართული კულტურის ცენტრში” და ახლოს გამეცნო ქართველი კაცი ორჰან ბერიძე,რომელმაც,პრაქტიკულად ზეპირად იცის  რუსთაველის უკვდავი პოემა და ამავე გზას აგრძელებს მისი 12 წლის ვაჟი. ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ  მართლაც დიდი ძალაა უცხოეთში მცხოვრები ქართველობა. დანაშაულია ამ ძალის შეუფასებლობაც, დაუფასებლობაც, მათთვის ხელშეუწყობლობაც. ამიტომაა საჭირო ერისა და ბერის ჩართვა ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მზადებასა და ჩატარებაში. ვისმინოთ პატრიარქის ქადაგება!“

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

29.10.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *