(reportiori) თემურ შაშიაშვილი: გავაკეთეთ მონახაზი, როგორ შეიძლება აღვნიშნოთ შოთა რუსთაველის 850 წელი თურქეთში

news_71964პარტია „თეთრების” ლიდერი  თემურ შაშიაშვილი   შეხვედრებს  მართავს  თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. შეხვედრების მთავარი თემა ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა კონგრესისთვის მზადება  და მომდევნო წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნაა.

„თეთრების” ლიდერის თქმით, ბოლო ხანებში უცხოეთში ხშირმა ვიზიტებმა განუმტკიცეს აზრი, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები არის უდიდესი და, სამწუხაროდ, ჯერაც გამოუყენებელი ინტელექტუალური რესურსი.

„ჩვენ გავაკეთეთ მონახაზი, თუ როგორ შეიძლება აღვნიშნოთ მომდევნო წელს შოთა რუსთაველის 850 წელი თურქეთში… მოხიბლული ვარ სტამბოლის ქართველთა დიდი ჯგუფის დაინტერესებით ამ საქმით.  მქონდა პატივი, სტამბოლში სტუმრად ვყოფილიყავი „ქართული კულტურის ცენტრში” და ახლოს გამეცნო ქართველი კაცი ორჰან ბერიძე, რომელმაც, პრაქტიკულად ზეპირად იცის  რუსთაველის უკვდავი პოემა და ამავე გზას აგრძელებს მისი 12 წლის ვაჟი. ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ  მართლაც დიდი ძალაა უცხოეთში მცხოვრები ქართველობა. დანაშაულია ამ ძალის შეუფასებლობაც, დაუფასებლობაც, მათთვის ხელშეუწყობლობაც. ამიტომაა საჭირო ერისა და ბერის ჩართვა ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მზადებასა და ჩატარებაში”, – აცხადებს შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *