(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლების კრიტიკის უფლება უნდა გქონდეს

1445“ხელისუფლებას დღეს აკრიტიკებენ ის ძალები, რომლებსაც ამის არანაირი უფლება არ აქვთ”- ამის შესახებ „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს. მისი თქმით,   დღეს იმათ სიტყვას აქვს ძალა, ვინც სიტუაციას  აანალიზებდა  და ხელისუფლებას კეთილ რჩევებს აძლევდა.

„დღეს მოდაშია ხელისუფლების უკიდეგანო კრიტიკა. აქვს კი ყველას ამის უფლება? ჩვენ მიგვაჩნია, რომ არა! ამის უფლება სართოდ არ აქვს “ნაცსექტას”, არ აქვს მათ, ვინც მუდმივად გუნდრუკს უკმევდა და დღეს, ვითარებიდან გამომდინარე, უცბად შეცვალა პოზიცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს იმათ სიტყვას აქვს ძალა, ვინც აანალიზებდა სიტუაციას და ხელისუფლებას კეთილ რჩევებს აძლევდა“.

„თეთრების“ ლიდერის თქმით, მოვლენების ამ სცენარით განვითარება სავსებით მოსალოდნელი იყო:

„სამწუხაროდ, ხელისუფლება უაზროდ ეკამათებოდა მას, ვინც უნდა გაესამართლებინა და ასევე უაზროდ ეყრდნობოდა მათ, ვინც ასევე უაზროდ აქებდა  და მტრად თვლიდა ყველას, ვინც  კეთილგანწყობით ქვეყნისთვის სასიკეთო რჩევებს აძლევდა. ამ უკანასკნელთ, პასუხობდა-თქვენი რჩევა რად გვინდა ,ჩვენ ყველაფერი ვიცით და ყველაფერს სწორად ვაკეთებთო. შედეგი სახეზეა, ხელისუფლებაში მოსვლის მეოთხე წელიწადს, სახეზეა ყოფილი პრეზიდენტის და მისი გუნდის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაც არ მოხდებოდა, რომ ხელისუფლებას ყურად ეღო თუნდაც ჩვენს მიერ 2012 წლის 5 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება „ნაცმოძრაობა სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება“.

თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ დღეს აუცილებელია მიღებული გაკვეთილიდან სწორი დასკვნების გაკეთება.

„ ამ მიზნით,  ჩვენ ვიწყებთ მასალების გამოქვეყნებას რუბრიკით -“დიდი დრო დავკარგეთ-ქვეყანა კატასტროფამდე მივიყვანეთ  დასავლელი “მეგობრებისათვის” კოჭის გაგორებით… ” აქ იქნება განცხადებები, რომლებიც კიდევ 2012 წლის ოქტომბერში გაკეთდა და რომელშიც ვაანალიზებდით რა არსებულ მდგომარეობას, ახლად არჩეულ ხელისუფლებას  ვაფრთხილებდით მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ჩვენ  სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოვუწოდებთ ანალოგიურის გაკეთებას“.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *