(ქრონიკა) ივანიშვილს გონია, რომ დღეს საქართველოში ნომერ პირველი პოლიტიკოსია და მთელი სერიოზულობით ფიქრობს, რომ გენიაა!”

ghn მოძრაობა `თეთრების~ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი `ქრონიკასთან~ საინტერესო განცხადებებს აკეთებს:

_ რასაც ახლა აკეთებს ხელისუფლება, ეს უნდა გაკეთებულიყო მისი მოსვლიდან პირველ თვეებში. ესენი ამოძრავდნენ ახლა და თანაც ძალიან უხეშად. ეს ყველაფერი ქვეყანას როგორ შემოუბრუნდება, ჯერ კიდევ არავინ იცის. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, უნდა მოეწვიათ უცხოელი ექსპერტები, სპეციალისტები და საქმის კეთება დაეწყოთ სერიოზულად. დასაწყისში უნდა გაკეთებულიყო ანალიზი, ქვეყანა წინ მიდიოდა თუ ეკონომიკა გასწორდა მიწასთან. თუ ბატონ ბიძინას გარედან ვინმე რამეს ურჩევს, ის მტერია. მე ყველაფერი უკეთესად ვიცი, დაახლოებით ასეთი წესი აქვს. ივანიშვილმა ყველაფერი იცის და როგორ შეიძლება, ვინმემ რამე ურჩიოს?! არა მხოლოდ მე, სხვებმაც ურჩიეს, გავა გარკვეული პერიოდი და `ნაციონალები~ ისევ წამოყოფენ თავს, რადგან ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ უცხოეთში.

აი, ამიტომაც უნდა მოეწვიათ უცხოელი ექსპერტები, რათა დანარჩენი
მსოფლიოსთვის უკეთესად გვეთქვა, სინამდვილეში რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი. ასევე, უნდა გამოსულიყო ბატონი ბიძინა და ეთქვა: ბუტაფორიაზე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, მომეხმარეთ, ვისაც რა შეგიძლიათ, გააკეთეთო. არც არავინ მოიწვია და არც ნიჭიერ ადამიანებს მისცა გასაქანი, მან სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნის ბუტაფორიაზე დაიწყო რაღაცის მშენებლობა.

მე ძალიან ბევრ ვინმეს ვხვდები უცხოეთში და იცით, რას ლაპარაკობენ? უკვე იმდენად რთულადაა საქმე, საქართველოში ბევრს რომ ვერც კი წარმოუდგენია. უცხოეთში ასეთი აზრია გამეფებული: სააკაშვილის დროს რაღაცა მაინც კეთდებოდა, ახლა აღარაფერი აღარ კეთდება. ისეთ ადამიანებთან მიწევს დავა, გაოცებული ვარ. თუმცა ბოლო დროს აღარ მიკვირს, `რუსთავი 2”-მა და სხვა ტელევიზიებმა ყირაზე დააყენეს ყველაფერი.

დღეს საზღვარგარეთის ქვეყნებში ბევრს ჰგონია, რომ საქართველო ზეაღმატებული ქვეყანა იყო და ახლა ინგრევა. რამდენიმემ ისიც მითხრა, რა გააჭირეთ საქმე ამ პატიმრების დაცვით, აბა, პატიმარს როგორ უნდა მოექცე, ციხე ოპერის თეატრი ხომ არ არისო? უკვე დაწყებულია სააკაშვილის რეჟიმის გამართლების პროცესი.

ნატოს წარმომადგენელი რომ იტყვის, `რუსთავი 2~-ის საქმეს ჩვენ ყურადღებით mishaვაკვირდებითო, მეტი რაღა გინდათ? კი, მაგრამ ვინ ეკითხება ნატოს, რომელ ტელევიზიას რა პრობლემები აქვს? თუნდაც ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებს ამერიკის ელჩი. სააკაშვილს გაცილებით მძიმე გეგმები აქვს, გაცილებით მძიმედ ლაპარაკობს, ვიდრე ეს ჩანაწერებში ჩანს. სააკაშვილი არის ველური, მას ადამიანური არაფერი გააჩნია. ათასჯერ მაქვს ნათქვამი, მეხვეწებოდა შევარდნაძე, ამ ჯგუფთან იყავი ახლოს, დაჯექი და სააკაშვილთან მოილაპარაკეო. პირდაპირ ვუთხარი, ესენი ადამიანები კი არა, ველურები არიან-მეთქი.

ვინც აქამდე ვერ გაიგო, ვინ არის მიშა, აწი ვეღარაფერს გაიგებს და მას დაემსგავსება. დაუკვირდით, ივანიშვილი უკვე დაემსგავსა თავისი გამოსვლებით _ ჩვენ შევქმენით 90 ათასი სამუშაო ადგილი, ჩვენი ეკონომიკა ევროპაში პირველია და ასე შემდეგ. სააკაშვილი სხვანაირად ლაპარაკობდა? მე თავიდანვე ვამბობდი და ვიმეორებ: მან არ იცის, სად შემოვიდა. ბატონ ბიძინას ჰგონია, რომ დღეს საქართველოში ნომერი პირველი პოლიტიკოსია და უბრალოდ ფიქრობს, რომ გენიაა. ეს კაცი ილუზიებით ცხოვრობს, სწორედ ილუზიაა დამანგრეველი `ოცნებისთვის~. ბიძინას ილუზიებმა დაანგრია `ქართული ოცნების~ ყველანაირი პროგრამა. დღეს ამ ქვეყანაში ყველა შეჰყურებს ბიძინას, რა მოეწონება? რა არ მოეწონება? მე ვეთანხმები ივანიშვილს, როცა ამბობს, არავისაც არ ვურეკავო. ის ყველას არ ურეკავს, მაგრამ გამოვა ტელევიზიით, ილაპარაკებს და ეს უკვე ბევრისთვის ორიენტირია. უფრო უარესი ხდება, ყველა ცხოვრობს შიშით და არავინ არ არის არაფრის გადამწყვეტი.

2012 წელს ყველას ეგონა, რომ ქვეყნის სათავეში მოდიოდა მეწარმეობაში წარმატებული ადამიანი და მეწერმეობა გაიმართებოდა წელში. `ნაციონალებს~ ჰქონდათ ასეთი მეთოდი: ჩამოვიდოდა საიდანღაც ინვესტორი და მას აგზავნიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრთან. ამაზე ახლა ლაპარაკობენ უცხოეთში მყოფი ქართველები, რომლებსაც თავის დროზე რამის გაკეთება უნდოდათ საქართველოში. ველურობაა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურორი კურირებენ ბიზნესს, აქამდე დაიყვანა სააკაშვილმა ეს ქვეყანა. ის ამერიკელები, რომლებიც წლების განმავლობაში იცავენ ამ ადამიანს, ნამდვილად არ არიან ჩვენი მეგობრები, მათ თავიანთი გეგმები აქვთ. ნახეთ, რა ხდება ტრადიციულ ქვეყნებში _ ეგვიპტეში, სირიაში, საბერძნეთში.

_ ბატონო თემურ, თქვენ ბევრი ნაცბობ-მეგობრები გყავთ უკრაინაში, რას ფიქრობენ ისინი იმაზე, რაც ამ დღეებში ხდება სააკაშვილთან და მის ბანდასთან დაკავშირებით?

_ უკრაინაში სააკაშვილის მიმართ არის კატასტროფული დამოკიდებულება. უკრაინელებმა უკვე დაინახეს, ვინ არის ეს ადამიანი. უამრავ პიროვნებას ვიცნობ ოდესაში, ისინიც კი ვეღარ იტანენ, რომლებიც ადრე იცავდნენ. ადრე მეუბნებოდნენ, თქვენ აქტიური პრეზიდენტი გყავთ, ოპოზიციაში ტყუილად უდგეხართო. ახლა მათ დაინახეს ნამდვილი სააკაშვილი და ამბობენ, თქვენ ადრე კიდევ მსუბუქად ლაპარაკობდითო. მე ვპასუხობ: ან თქვენ რა, ან ჩვენ რა? ვერც უკრაინაში მოვიდა ისეთი ხელისუფლება და ვერც საქართველოში, რომ მისი პატრონები მოვიშოროთ. სააკაშვილის პატრონებთან შედის ურთიერთობაში ყველა ხელისუფლება. საქართველოში `ოცნების~ გამარჯვებამ დააჩქარა პროცესები უკრაინაში, მატ დაინახეს, რომ საქართველო ეცლებოდათ ხელიდან და ეგრევე აურიეს უკრაინაში. ძალიან დიდი ფული დახარჯეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვერ შეარყიეს ვერც რუსეთი, ვერც ყაზახეთი, ვერც ტაჯიკეთი, ვერც უზბეკეთი, ასევე აზრებაიჯანში, სომხეთში და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გაიგეს ფეხქვეშ, ეს არის საქართველო. როცა დაინახეს, შეიძლება ივანიშვილმა სხვა კურსი აირჩიოსო, უცებ დაარტყეს უკრაინას. ამაზე იხარჯება უდიდესი თანხები, რომელსაც ნელ-ნელა წოვენ ამერიკელებიც და მათი აქაური დამქაშებიც. ეს ჩვენებიც მიცუცქნულები არიან ამ ფულს და ადგანან კიდეც მოღალატეობრივ გზას.

დღეს საქართველოშიც და უკრაინაშიც სუფევს დიდი ბოროტება, გაბოროტებულია ის, ვინც ხელისუფლება დაკარგა, გაბოროტებულია, ვინც ხელისუფლებაში ვერ მოვიდა და გაბოროტებულია ისიც, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა და ლანძღვა-გინება დაატყდა თავს. დღეს პოლიტიკურ არენაზე არიან მხოლოდ გაბოროტებულები, არავის არ სცალია ბიზნესისთვის.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს ეკონომიკური ხერხემალი არის ჭიათურა, ზესტაფონი და ტყიბული. როდესაც ამას ვეუბნებოდი შევარდნაძეს, წინააღმდეგი ყოველთვის გამოდიოდა მიხეილ სააკაშვილი. ასევე, მისი მოადგილე ოქრუაშვილი და ნოღაიდელი. როგორც კი ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაშინვე ყველას წაართვეს მარგანეცის მოპოვების ლიცენზია და თავიანთ დანიშნულ ბიზნესმენებს ჩაუგდეს ხელში. მოვიდა `ოცნება~, არავის არ უფიქრია სამართლიანობის აღდგენაზე, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინეს, რაღაც შუალედური ფირმები შეუქმნეს. ბანდიტიზმი, სუფთა ბანდიტიზმი! ისევ კუბლაშვილები, ისევ ის ყაჩაღები!

მინსკში რომ ჩავდივარ, პირდაპირ მეუბნებიან, საქართველოდან აქ მარგანეცი ისევ სააკაშვილის ხალხს შემოაქვსო. ვინ არია ეს ხალხი? კუბლაშვილები, ოქრუაშვილები, ბეჟუაშვილები და ასე შემდეგ. ვითომ ამ ხელისუფლებამ არაფერი არ იცის. ამას დავანებოთ თავი, 110 ათასს რომ გვარამია აიღებს ხელფასს და მაგის დასახმარებლად კიდევ ვინმე მივა, იმას რა უნდა ველაპარაკო? ზოგი ისეთი მიდის, სახლში პურის ფული რომ არ გააჩნია. მდიდრები ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ერთმანეთის ტყავს მაინც არ გლეჯენ, ამიტომ არის ქვეყანაში უზნეობის ზეიმი. შევარდნაძის დროს ბიზნესმენები ინიშნებოდნენ, რომლებიც აყვავდნენ სააკაშვილის დროს და უფრო მეტად ძლიერდებიან დღეს. რომელ ეკონომიკურ განვითარებაზეა ლაპარაკი იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესმენების 95 პროცენტი არის დანიშნული? შევარდნაძემ მავანს უთხრა: შენ იქნები ბიზნესმენი! მერე სააკაშვილმა უთხრა _ შენ იქნები ბიზნესმენი! ახლა ბიძინა ეუბნება _ შენ იქნები ბიზნესმენი! აი, ამათ გადაუკეტეს გზა ყველას, პოლიტიკოსებიც თვითონ არიან, ფულის მკეთებლებიც თვითონ არიან!

_ გამოდის, ჩვენი საშველი არ ყოფილა.

_ რა საშველი უნდა იყოს? აგერ, ზურაბ ჯაფარიძე გამოდის და იძახის, სააკაშვილი ადამიანებზე ისე ლაპარაკობს, როგორც ცხოველებზეო. ადრე სხვანაირად ლაპარაკობდა? ის არის ცხოველი, მხეცი! ადამიანებს სარჩო წაართვეს, საარსებო წაართვეს, ამის დაბრუნებაზე არავინ არ ფიქრობს. უბრუნებენ ვის? ისევ მილიარდერებს, ხალვაში გასაგებია ჩემთვის, მაგრამ თუნდაც ხალვაშის დროს როგორი იყო `რუსთავი 2~? დემოკრატიული იყო და თავისუფალი?

_ მე რაც მახსოვს, `რუსთავი 2~ სულ იყო პროვოკაციული.

_ აგაშენა ღმერთმა… როდესაც მე სასამართლო პროცესი მოვუგე შევარდნაძეს და სააკაშვილს, ამ ორი ადამიანის კლანებს ჰქონდატ ერთობლივი ბიზნესები, ვუჩივლე და მოვუგე მილიონნახევარი ლარი. ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო ლადო ჭანტურიამ. გახდა სააკაშვილი პრეზიდენტი და ყველაფერი გააუქმა, რატომ არ ამოიღო ხმა `რუსთავი 2~-მა? იქით დამაკისრეს 5 ათასი ლარის, ანუ ბაჟის გადახდა, სახლში დამიყადაღეს წიგნები და ჭაღი. სააკაშვილი არარაობიდან შექმნა შევარდნაძემ, ყველაზე დიდი დანაშაული ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე. `რუსთავი 2~ ყოველთვის ისე იყო მოწყობილი, რომ ეს მხეცი გმირად წარმოაჩინეს.

_ დანიშნული ბიზნესმენები, დანიშნული პოლიტიკოსები, დანიშნული ინტელიგენტები და ასე რაა, დამთავრდა ცხოვრება.

_ მე ხმამაღლა ვამბობ, უნდა გასამართლდეს არა მხოლოდ `ნაცმოძრაობა~ არამედ ყველა ის პარტია, რომელიც მანამდე დააჯდა საქართველოს თავზე, თუნდაც `მოქკავშირი~ და `აღორძინება~. შეხედეთ, რას ჰგავს `ქართული ოცნება~? ერთზე გეტყვით, ახლა არ მინდა გვარის დასახელება, სანამ პარლამენტში შევიდოდა, 2012 წლამდე ლამის ყოველდღე მირეკავდა, აბა, რას შვრები, როგორ ხარო? ახლა საერთოდ აღარ ვახსოვარ, თუ ქუჩაში შემხვდება, მეორე მხარეს გადადის, ემანდ ბიძინას ხალხმა დამინახოს შაშიაშვილთან ერთადო. რა იყო სააკაშვილის დროს განსხვავებული? მე ახლა მინდა მივმართო ბევრ პიროვნებას, პარლამენტში რომ სხედან და ერთ დროს ერთად ვიყავით. ერთი მეხვეწებოდა, კახეთში კარგი სახელი გაქვს, წამომყევი შეხვედრებზეო. წავყევი, ხელოვანი კაცია და ძალიან გახარებული იყო. დღეს აღარ მელაპარაკება, სამი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გავხსენებივარ.

_ იქით დაურეკეთ, იქნებ რცხვენიათ და ვერ გირეკავენ?

_ არა, იქით ვერ ვურეკავ, დიდი კაცები არიან… ეგენი უკვე ბინდში არიან, ირგვლივ get_imgბინდია, ყველაფერი გათახსირდა! ყველა თამაშობს განათლებულის როლს, გამოდიან პოლიტიკოსები და მიმტკიცებენ, რომ განათლებულები არიან. არადა, აქ მთავრდება მათი განათლება. საქართველოში არიან ჭკვიანი ადამიანები, მაგრამ პარლამენტში არც ერთი არ ზის. საქართველოს პარლამენტში 5 პროცენტი არ ზის ის, ვინც უნდა იჯდეს. მაგალითად, ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია გოგი ქავთარაძე. ეს კაცი ხელის გულზე დაჰყავდათ ზესტაფონში, ხომ გაიფუჭა ავტორიტეტი? აღარ მინდა, იმაზე ვილაპარაკო, როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. გოგი ერთ რამეს ვერ მიხვდა, ვერ გაიგო, რომ პარლამენტში სხვის ადგილზე ზის. ასევე ბევრი ზის სხვის ადგილზე. ახლა არ მითხრას ვინმემ, პრეზიდენტი მარგველაშვილი ზის თავის ადგილზეო. დღეს საქართველოში ათასი კანდიდატურა რომ დაასახელო, მარგველაშვილი ვერ შევა ათასეულშიც კი. როცა შენზე უკეთესი ათასია, რას ზიხარ მანდ, არ გრცხვენია? ჩვენ კიდევ კარგად ვუძლებთ, ამდენი სხვის სკამზე მჯდომი მაღალჩინოსანი რომ გვყავს.

 

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *