(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: მსოფლიოსთვის უნდა გვეთქვა, სინამდვილეში რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი

ghnპარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი „კვირის ქრონიკასთან” საუბარში ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს აფასებს.

რასაც ახლა აკეთებს ხელისუფლება, ეს უნდა გაკეთებულიყო მისი მოსვლიდან პირველ თვეებში. ესენი  ახლაამოძრავდნენ და თან ძალიან უხეშად. არავინ იცის, ხელისუფლების ეს ქმედებები   ქვეყანას როგორშემოუბრუნდება!” –  აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, „ქართულოცნებას”  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა მოეწვია უცხოელი ექსპერტები, სპეციალისტები.

დასაწყისში უნდა გაკეთებულიყო ანალიზი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაზე. „ნაციონალური მოძრაობის” მოღვაწეობის შედეგად ეკონომიკა გასწორდა მიწასთან. დანარჩენი მსოფლიოსთვის  უნდა  გვეთქვა,სინამდვილეში რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი. ბატონმა ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ ნიჭიერი ადამიანები შემოეკრიბა, წარსული შეცდომების ანალიზი გაეკეთებინა და გარედან მიცემული რჩევები გაეთვალისწინებინა, სააკაშვილის მიერ შექმნიბუტაფორიაზე დაიწყო რაღაცის მშენებლობა, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, ბუტაფორიაზე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

წყარო: „კვირის ქრონიკა”

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *