(საზოგადოება)თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილმა სააკაშვილის მიერ შექმნის ბუტაფორიაზე დაიწყო რაღაცის მშენებლობა

1445„რასაც ახლა აკეთებს ხელისუფლება, ეს უნდა გაკეთებულიყო მისი მოსვლიდან პირველ თვეებში. ესენი  ახლა ამოძრავდნენ და თან ძალიან უხეშად. არავინ იცის ხელისუფლების ეს ქმედებები   ქვეყანას როგორ შემოუბრუნდება!” – ამ კომენტარით „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს „კვირის ქრონიკასთან“ საუბარში აფასებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნებას“  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა მოეწვია უცხოელი ექსპერტები, სპეციალისტები.

„ დასაწყისში უნდა გაკეთებულიყო ანალიზი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, წინ მიდიოდა თუ  ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობის შედეგად   ეკონომიკა გასწორდა მიწასთან. დანარჩენი მსოფლიოსთვის  უნდა  გვეთქვა, სინამდვილეში რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი. ბატონმა ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ ნიჭიერი ადამიანები შემოეკრიბა, წარსული შეცდომების ანალიზი გაეკეთებინა და გარედან მიცემული რჩევები გაეთვალისწინებინა, სააკაშვილის მიერ შექმნილ ბუტაფორიაზე დაიწყო რაღაცის მშენებლობა, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, ბუტაფორიაზე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *