(საზოგადოება)თემურ შაშიაშვილი: ამერიკა, ან რუსეთი – ეს ქვეყნისთვის საზიანო ილუზიაა, რომელიც საქართველოს ებრძვის

1445„ამერიკა და რუსეთი საბოლოოდ ყოველთვის თანხმდებიან,  ჩვენ კი ვცხოვრობთ, უფრო სწორად, გვაცხოვრებენ მათი დაპირისპირების ილუზიებით რათა ერთმანეთში მეტად მომგებიანი პოლიტიკური ვაჭრობა აწარმოონ,”  – ასეთ კომენტარი გააკეთა „თეთრების“ ლიდერმა აშშ ვიცე-პრეზიდენტის კერის განცხადებაზე, რომ შესაძლოა ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოხსნას, ასევე გააუქმოს სირიის პრეზიდენტის ასადის დევნა, უფრო მეტიც, გამოხატა სურვილი, რუსეთი და ჩინეთი გახდნენ   წყნარი ოკეანის პარტნიორობის წევრები

როგორც თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება.

„რაც დრო გადის,მით მეტად ვრწმუნდები, საქართველოს გადარჩენა მხოლოდ საქართველოშია. პოზიცია: ან ამერიკა, ან რუსეთი – ეს არის ქვეყნისთვის საზიანო ილუზია, რომელიც საქართველოს ებრძვის. ამ ინტელექტუალური და გეოგრაფიული პოტენციალის, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების ქვეყანას არავისგან არ სჭირდება გადარჩენა საჭიროა მხოლოდ ერთი, რისი გადაწყვეტა შეუძლია მხოლოდ ხალხს, ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება!”- განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *