პოეტები ზეცაში არიან,პოლიტიკოსები-უფსკრულში ვართ-ეს არის სამწუხარო რეალობა…

პოეტ ოთო ფალიანის პირველი წიგნის “ღია გალია”წარდგენა

ბრწყინვალეა,ბრწყინვალე,,,რა გულწრფელად და მაღალპოეტურად არის დახატული ქართულ-აფხაზური დღევანდელობა და მომავალი,,,hjჩემს შვილთან, გიორგისთან ერთად ვესწრებოდი პოეზიის ამ დღესასწაულს და შთაბეჭდილება შემექმნა,რომ ოთომ და მისმა მეგობრებმა, ღვთით ბოძებული ნიჭის წყალობით,თვით ღმერთიც აიყოლიეს….

საქართველოს ისეთი პოლიტიკოსები რომ ჰყავდეს,როგორი პოეტებიც ჰყავს,ჩვენზე ბედნიერი ერი,მართლაც არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე…პოეტები ზეცაში არიან,პოლიტიკოსები-უფსკრულში ვართ-ეს არის სამწუხარო რეალობა…

გუშინ.ავტორის თბილი წარწერით მივიღე მისი პირველი წიგნი-“ღია გალია”.ორი ნამდვილი,თანამედროვეობის გამორჩეული პოეტის -ტარიელ ხარხელაურისა და თემურ ჩალაბაშვილის რედაქტორობითა და წინასიტყვეობით…დღეს ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ოთოს ლექსები.საქართველო,მართლაც “ღია გალიაა”…ბევრს ეს არ გვაქვს გაცნობიერებული,ჯერ კიდევ ტაშითა და ხბოს აღტაცებით ვცხოვრობთ/

მიხარია,ძალიან მიხარია,რომ ბუმბერაზი პოეტების ქვეყანის პოეტურ სამყაროში, ,დინოზავრის ნაბიჯებით მოდის ოთო ფალიანი-დღეს უკვე სრულქმნილი,მაგრამ,მაინც მომავლის დიდი,დიდი პოეტი.

გუშინდელმა შეხვსდრამ-ოთოს პირველი წიგნის წარდგენამ,ახალი განწყობის ქართული ცნობიერების პოეტთა გამოსვლებმა,მათ მიერ შექმნილმა პოეტურმა სამყარომ-იმედით ამავსო,გამაძლიერა, განმამტკიცა მომავლის საქართველოსათვის ბრძოლაში.

 

გაიხარეთ,გავიმარჯვოთ საქართველოსათვის!

თემურ შაშიაშვილი

3 ნოემბერი, 2015წ

ვიდეო

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *