(reportiori)თემურ შაშიაშვილი: „რუსთავი 2“ არ უნდა გახდეს სახელისუფლო ტელევიზია

„ჟურნალისტიკის სირცხვილად მივიჩნევ ბატონ გვარამიას, თავისი საქციელით, პროვოკაციული ქმედებებით, საპროკურორო წარსულით”, – ასეთი შინაარსის განცხადებას ავრცელებს პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი:
„საქართველოში არ არსებობს ტელევიზია, რომლის უკან არ დგას ბიზნესმენი. ის, რაც დღეს„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ხდება, არის არა ბრძოლა დემოკრატიისა და სიტყვისთავისუფლებისთვის, არამედ, ეს არის ბრძოლა პოლიტიკაზე გავლენის მქონე უმძლავრესიინსტრუმენტის ხელში ჩასაგდებად, რასაც დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“წარმოადგენს. ხელისუფლება და ოპოზიცია ყველა მეთოდით ცდილობენ მისი ხელშიჩაგდებას. რაც არის უბედურება! ქვეყნისთვის ერთნაირი უბედურებაა როგორცსახელისუფლო, ისე ოპოზიციური ტელევიზიების არსებობა.
გამოკვეთილად ვაცხადებ – „რუსთავი 2” არ უნდა გახდეს სახელისუფლო ტელევიზია, ანბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ტელევიზია. თუ ქიბარ ხალვაშის მიერ კონტროლირებადი„რუსთავი 2” ნამდვილად დემოკრატიული და თავისუფალი მედია არ გახდა, ხალხისამართლიანად იფიქრებს, რომ ის წაართვეს სააკაშვილს, რომელმაც ველურად ჩაიგდოხელში თავის დროზე.
უნდა განვაცხადო, რომ ტელეკომპანია ძლიერი პროფესიონალებით არისდაკომპლექტებული, დარწმუნებული ვარ, მათ არ აწყობთ, რომ ვინმეს გავლენის ქვეშიყვნენ და ამის შესახებ ხმამაღლა უნდა განაცხადონ. მე ვდგავარ ნამდვილიჟურნალისტების გვერდით, თუმცა ამავე დროს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, არ ვიცი, ვინროგორ შეაფასებს, მაგრამ ჟურნალისტიკის სირცხვილად მივიჩნევ ბატონ გვარამიას,თავისი საქციელით, პროვოკაციული ქმედებებით, საპროკურორო წარსულით.
ამ ტელევიზიას დიდი პოტენციალი აქვს როგორც ტექნიკური, ისე ინტელექტუალური,რომელიც უნდა ჩადგეს ხალხის, და არა ხელისუფლების ან ოპოზიციის სამსახურში“, –აცხადებს „თეთრების” ლიდერი.



