(ფოსტალიონი)“ჯარს მიაყენეს შეურაცხყოფა, როცა ჯარისკაცებს უთხრეს კონკრეტულ კანდიდატს მიეცით ხმაო”

12210924_758414234270248_2023373553_o„საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით „თეთრების“ ლიდერი საკუთარ პოზიციას გამოხატავს.
„ხელისუფლებამ თქვა, მე არ მაინტერესებს ხალხის აზრი, ნამდვილი არჩევანი, მე მაინტერესებს ჩემი კაცი პარლამენტში. ხელისუფლება, რომელიც ამ გზით მიდის, ხალხის ხელისუფლება არ არის. სამარცხვინოდ მიმაჩნია, რაც ორმა მინისტრმა გააკეთა. თუ აქვს ძალა და ვაჟკაცობა, ბატონ ღარიბაშვილს, ერთი და მეორე მინისტრიც უნდა გაუშვას მთავრობიდან, მთელი სამინისტროები ჩართეს არჩევნების პროცესში, ჯარისკაცები ჩართეს… ჯარს მიაყენეს შეურაცხყოფა, როცა ჯარისკაცებს უთხრეს კონკრეტულ კანდიდატს მიეცით ხმაო. – აცხადებს თემურ შაშიაშვილი-
” პირადად მე ნამდვილად არ ვარ ირმა ინაშვილის მომხრე, ვაღიარებ, უდავოდ ნიჭიერი ჟურნალისტია, მაგრამ მისი სტილის, ვგულისხმობ აგრესიულ პოლიტიკას, პოლიტიკოსების პარლამენტში ყოფნის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ის, თუ როგორ ჩაატარა ხელისუფლებამ არჩევნები, არის ქუჩის გზა და რევოლუციის გზა. ჩვენ წინ არჩევნები გველოდება და თუ ხელისუფლება ამის მსგავს ელემენტებს დაუშვებს, მაშინ მართლაც სხვა გადაწყვეტილებაა მისაღები!“
თეთრების ლიდერის აზრით, არჩევნებზე ვინც არ მიდის, ის ირჩევს უბედურ ხელისუფლებას.
„ ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა თქვა ასეთი რამ, „დავუჩოქებ საქართველოს მოსახლეობას და ვთხოვ არჩევნებზე მივიდეს, იმიტომ ვინც არ მიდის არჩევნებზე, იმათ მოჰყავთ ეს უბედური ხელისუფალნიო!“ გენიოსი კაცია ბატონი მერაბ ბერძენიშვილი მას სრულიად ვეთანხმები, ვინც არ მიდის არჩევნებზე, ისინი არმისვლით ირჩევენ ცუდ ხელისუფლებას! ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ“
Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *