(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ყველა ანალიზის მიხედვით, მომავალი შემაშინებელია

პარტია „თეთრები” მწუხარებას გამოთქვამს პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს ფრანგ ხალხს. „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელიც ამჟამად ევროპაში იმყოფება, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც სრულად გთავაზობთ:
„ევროპაში ვარ, ყველა ანალიზის მიხედვით, მომავალი შემაშინებელია. ყველაზე მეტადძირძველი ევროპაა შეწუხებული! შეწუხებულია ბოლო წლებში ევროკავშირის, როგორცთვითონ ამბობენ, უაზრო გაფართოებით, რომელმაც ევროპა უფრო დაასუსტა და ნაცვლადმსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის გაძლიერებისა, ევროპის ქვეყნებს შორის დაძაბულობაგააძლიერა, შეწუხებულია დაპირისპირებით, რომელიც რეალურად ჩამოყალიბდამსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფოთა (ამერიკა-რუსეთი) შორის, რომელთაგამოც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მცირე ერები, კონკრეტულად კი, ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ერები და ქვეყნები აღმოჩნდნენ, შეწუხებულია რელიგიური ექსტრემიზმით, განსაკუთრებული სიმძაფრით ჩანს ბოლო ათწლეულის საომარმოქმედებათა შედეგები, რომელთაც პრაქტიკულად შეცვალეს ევროპა. შეცვლილი ევროპაკი შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს. პრაქტიკულად, ყველგან ჭარბობენმიგრანტები. უფრო მეტიც, საღამოს საათებში ადგილობრივი მოსახლეობა ერიდება ქუჩაში გამოსვლას.
ყველაზე მეტად შემაშინებელია ის დაძაბულობა, რომელიც ევროპის ქვეყნებისადგილობრივ მოსახლეობაში შეიმჩნევა. არა იმდენად მიგრანტთა მიმართ, არამედ მსოფლიოს იმ ქვეყნების ხელისუფალთა მიმართ, რომელთა პოლიტიკა გლობალიზაციისზომაზე მეტად ხელშემწყობია და ყოველგვარი ეროვნულის საწინააღმდეგოდაამიმართული.
ეს დამძიმებული განწყობა ერთნაირადაა ხალხშიც, გარკვეულ სახელისუფლო წრეებშიც,პოლიტიკოსებშიც. მაგრამ ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს სიმძაფრე იმ ზომით,როგორც რეალურად არსებობს, არ ჩანს ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, ხშირად ისმისგამოთქმები, რომ ეს სფერო, ანუ მედია ერთი პოლიტიკური ხელით იმართებაგლობალიზაციის სასარგებლოდ და ეროვნულის საწინააღმდეგოდ. ხალხში კი სხვაგანწყობაა. ხალხი ფიქრობს, რომ გლობალიზაცია, მართალია, კაცობრიობის განვითარებისობიექტური მოვლენაა, მაგრამ არ უნდა ნიშნავდეს ეროვნულის უგულებელყოფას,რომელსაც თავს გვახვევენ მსოფლიო მბრძანებლებად წოდებულნი (ეს მათიგამონათქვამია).
ევროპაში მცხოვრები ქართველობა, ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილე ამ პროცესებისა, ერთრჩევას გვაძლევს: დავასრულოთ სხვათა მოიმედეობის ყოველგვარი პოლიტიკა დამივხედოთ საკუთარ ქვეყანას. ისინი მზად არიან, დაბრუნდნენ, როცა ქვეყანაშისახელისუფლებო პოლიტიკა გახდება ცნობილი მიგრანტთა დაბრუნებასთანდაკავშირებით.
სასიამოვნოა, რომ ერთნაირად კარგია განწყობა ყოველთა ქართველთა, საქართველოსშვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესისადმი. ისინი თვლიან, რომ არისსაკითხები, რომელთა განხილვა ერისა და ბერის მიერ უნდა მოხდეს და არ იყოს რომელიმეჯგუფის, თუნდაც ხელისუფლების მონოპოლია.
განსაკუთრებით პოზიტიურია დამოკიდებულება პრინციპისადმი, რომ კონგრესის სესიებიჩატარდეს იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ ბოლო წლებისსოციალური დაძაბულობის გამო ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველები დასაქართველოს შვილები. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ ამის შემდგომ შედგეს კონგრესისდასკვნითი ნაწილი თბილისში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ქართველების,საქართველოს შვილების და საქართველოს მეგობრების მონაწილეობით.
ჩვენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების სერიოზული ანალიზი გვჭირდება. სერიოზულიანალიზი გვჭირდება, რა პირობებში ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებიუცხოეთში, გვჭირდება იმის ანალიზი, როგორ იცვლება საქართველოს დემოგრაფიულისიტუაცია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გვჭირდება ანალიზი, როგორ არისინფორმირებული საქართველოს მოსახლეობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთანდაკავშირებით.
გუშინ საფრანგეთში მოხდა უბედურება და ბოლო წლებში არაერთი მსოფლიოში. როგორცჩანს, ხელისუფალნი შესაბამის დასკვნებს ვერ აკეთებენ . თუ ასე გაგრძელდა, უამრავქვეყანაში რეალური იქნება შეტაკებები საომარ მოქმედებათა ქვეყნებიდან ჩამოსულმიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, გამოსვლები იმ ხელისუფალთაწინააღმდეგ, რომლებიც ათწლეულებია, საომარ მოქმედებათა გამო ხელოვნურადაძლიერებენ მიგრაციულ პროცესებს, შემდგომ კი ითხოვენ მიგრანტთა უფლებების დაცვას.ეს ყველაფერი ხდება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების და ინტერესების შელახვისხარჯზე. ბევრ რამეზე გვჭირდება დაფიქრება!“ – ნათქვამია „თეთრების” ლიდერის განცხადებაში.



