(reportiori) თემურ შაშიაშვილი: საქართველოში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უნდა ვუხდიდეთ

საქართველოს უმძიმეს მდგომარეობამდე პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მივიყვანეთ. ჩვენ ამის გამო საზოგადოებას ბოდიშს უნდა ვუხდიდეთ”, – ამ განცხადებას „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აკეთებს. მისი თქმით, ის ვერასდროს ითანამშრომლებს იმ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებიც დღეს ერთს ამბობენ, ხვალ – მეორეს და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე არიან აწყობილნი:
„პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ რკინიგზა უნდა გადავკეტოთ და რუსეთი დავაჩოქოთოდა მერე იგივე პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რუსეთის გარეშე მომავალი არ აქვსქვეყანასო, ჩვენ გვეუბნებოდნენ, თუ „ესენგეში” არ შევალთ, ქვეყანა დაიქცევაო. მაშინ მეგუბერნატორი ვიყავი და სასტიკად მაკრიტიკებდნენ, რადგან ვამტკიცებდი, რომ არშეიძლება „ესენგეში” შესვლა. მაკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ ნულოვან ვარიანტზეხელისმოწერის წინააღმდეგი ვიყავი. ნულოვანი ვარიანტის თავგადადებული მომხრეებიბარამიძის თავკაცობით რუსეთის მტრებად სახავენ საკუთარ თავს! თუნდაც ის პარტიები,რომლებმაც მოაწერეს ექვსიანის და რვიანის პრინციპებს, შევიდნენ რა პარლამენტში,აბსოლუტურად არ იზიარებენ იმას, რასაც თვითონვე მოაწერეს ხელი. ჩვენ ასეთგაერთიანებებს და პარტიებს მხარს ვერ დავუჭერთ.
ავიღოთ თუნდაც მაჟორიტარული არჩევნებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. დღეს მაჟორიტარულ სისტემას სწორედ ის პარტიები უპირისპირდებიან ყველაზე მწვავედ, ვინცსიტყვით ამერიკის ინტერესების თავგადაკლული გამტარებელია საქართველოში. მაგრამ,ბატონებო, ამერიკაში მაჟორიტარული არჩევნების გარდა არ არის სხვა არჩევნები! ამერიკაგინდათ, ფეხქვეშ ეგებით, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნები არ გინდათ! ჩვენმაჟორიტარული არჩევნების წინააღმდეგი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ იმის, რომ ხალხიმონური ფსიქოლოგიით არ ირჩევდეს“, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.



