(reportiori)თემურ შაშიაშვილი: “სულ მალე შედგება ძმური შეხვედრა ჩვენს აფხაზ ძმებთან

news_71964„თეთრების“  ლიდერი უახლოეს მომავალში  აფხაზებთან  შეხვედრას აანონსებს და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საუბრობს.

„სულ მალე შედგება  ძმური შეხვედრა ჩვენს აფხაზ ძმებთან და ერთი სახელმწიფოს დროშით ბრძოლა ქართულისა და აფხაზურის გადარჩენისა და გაძლიერებისათვის! -აცხადებს   თემურ შაშიაშვილი . – ჩვენ ვეთანხმებით “ქართული ერთობის დარბაზის” პოზიციას, რაც ამავე დროს ჩვენის მოსაზრებასაც გამოხატავს და ჩვენს  თანამემამულეებთან  შეხვედრების დროს, საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ არაერთხელ იქნა გაჟღერებული,  რომ აუცილებელია, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი  იქნას ცვლილება და კონსტიტუციურად განმტკიცდეს ,რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაბადებული ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი დაბადებისთანავე იურიდიულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ, რადგან არც ქართველს, არც აფხაზს არასოდეს არ ჰქონია სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი!“

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *