(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ არჩევნებშია

ghn„თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ვნებათაღელვაზე საუბრობს.

პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობა სათავისო საარჩევნო სისტემას იცავს. მთავარიბრძოლა მაჟორიტარული არჩევნები გაუქმებისკენაა მიმართული. წავიკითხე არაერთიშემარწუნებელი გამოთქმა მაჟორიტარულის წინააღმდეგ. სულ ბოლო: თურმე,საქართველოში მაჟორიტარული არჩევნები კრიმინალურია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის გადარჩენა არც მაჟორიტარულ, არც პროპორციულ, არც შერეულ საარჩევნოსისტემაშია. ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ არჩევნებშია. დემოკრატიული შეიძლება იყოს მაჟორიტარულიც,პროპორციულიც და შერეულისაარჩევნო სისტემა. მაგრამ  ამას სჭირდება პოლიტიკური ნება,უპირველესადხელისუფლების, მაგრამ არა მარტო ყველა პოლიტიკური ძალის.  

ჯერ ერთი,პოლიტიკოსებმა თავი უნდა  დავანებოთ ისეთი  სარჩევნო სისტემებისძებნას,რომელიც პირადად ჩვენ მოგვცემს დეპუტატად გახდომის  (და არა არჩევის)საშუალებას. და მთავარი,საქართველოში მაჟორიტარული არჩევნები კი არ არისკრიმინალური, პოლიტიკური სისტემაა კორუმპირებული, პოლიტიკა ბიზნესადიქცა,პოლიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი  მაფიოზებთან  მეგობრობს, თავზე დაასხდნენხალხს და ქვეყანას, საქართველო პარტიულ სამთავროებად დაჰყვეს – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების” ლიდერი მიიჩნევს, რომ დღევანდელი პოლიტიკური სისტემით საქართველოს მომავალი არ აქვს.  ეს არის ქვეყნის კრიმინალიზაციის გზა, რომელიც სათავეს მოქკავშირაღორძინებაში იღებს,ზეწარმატებულად გააგრძელანაცმოძრაობამ“,დღემდე უცვლელადტოვებსოცნება“. ეს არის საფიქრალი და არა საარჩევნო სისტემა. – აცხადებს  თემურ შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *