(geonews.ge)ჩვენ ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ და არავის სახვეწარი არაფერი გვაქვს – თემურ შაშიაშვილი

news_61568ჩვენ ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ და არავის სახვეწარი არაფერი გვაქვს, – ასეთ კომენტარს აკეთებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის განცხადებაზე, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ.

„ყოველთვის შვეიცარული მოდელის მომხრე ვიყავი დღესაც ვარ. .დრო ადასტურებს, რომ საქართველოსთვის იგი უნიკალურია. შვეიცარია არც ერთ გაერთიანებაში არ შედის, არც ნატოში, არც ევროკავშირში. საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად რაიმე გაერთიანებაში უნდა შევიდეთ,  არის საქართველოს შეურაცხყოფა.  ასევე შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მეზობლებს, როცა რაიმე გაერთიანებაში შესვლას  ჩვენს გეოგრაფიულ  მდებარეობას  აბრალებენ.  ჩვენ ათი საუკუნის წინ გვყავდა მეფე დავით აღმაშენებელი, რომელმაც გეოგრაფია აქცია პოლიტიკად. ჩვენ კი ჩვენი გეოგრაფია ერთ დიდ პრობლემად ვაქციეთ ხან ერთ ქვეყანას ვეგებით  ფეხქვეშ, ხან მეორეს… საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაც ამას ადასტურებს, რომ გამოსავალი მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, და სხვათა მოიმედეები არ უნდა ვიყოთ! ჩვენ ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ და არავის სახვეწარი არაფერი გვაქვს. ერთი მუჭა ავადმყოფური აზროვნების ადამიანთა გამო თავს ნუ ვიმცირებთ!“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *