(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: როგორც პაატა ბურჭულაძის მეგობარი, მას ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვურჩევ

1371640823_temuri_shashiashvili_2“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლას არ ურჩევს.

მე, როგორც პაატა ბურჭულაძის მეგობარი და ახლობელი, მას ამ გადაწყეტილების მიღებასარ ვურჩევ!  პოლიტიკა ისეთი რთული და მძიმე მეცნიერებაა, რომ მრავალი პიროვნებისავტორიტეტი მიწასთან გაასწორა…  ეს  ბატონ პაატასაც დაემართება!.. 

მინდა, რომ საქართველოში ერთი პიროვნება მაინც დარჩეს ისეთი, რომელმაცქველმოქმედება გააკეთა ქველმოქმედებისთვის და სამაგიეროდ პოლიტიკური აღიარება არმოითხოვა. მინდა, დარჩეს ერთი პიროვნება მაინც ქვეყანაში, რომელიც ტაძრის აშენებასთან იყო დაკავშირებული და ამისთვის არ მოითხოვა პოლიტიკური დივიდენდები. ბატონიპაატას პოლიტიკაში შემოსვლას მავანნი  რუსეთს და პატრიარქს  დააბრალებენ,  რუსეთსიმიტომ, რადგან თავის თავს  რუს ბანად მოიხსენიებს. პატრიარქის სახელთან ახალი პოლიტიკური ძალის დაკავშირება დაუშვებელია. 

ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომლის სახელს სჭირდება დიდი გაფრთხილება. ამიტომ, როდესაცპატრიარქის გარემოში და მის სამყაროში შედიხარ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისან პოლიტიკაში შესვლაარშესვლის თაობაზე საუბრის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო.რადგან შემდეგ, ძალიან ბევრი ვინმეს პოლიტიკაში მოსვლა საქართველოში და უცხოეთშიც ბრალდება პატრიარქს. პატრიარქს კი ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები და ქართველისულის ხელისუფლება სურს! 

ეპტიკურადა ვარ განწყობილი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურო გარემოცვის მიმართაც. 

იგივე ხალხი, რომელიც შევარდნაძის გარემოცვაში იყო და მას ათას უბედურებაკეთებინებდნენ, ახლა იგივე ხალხი ცდილობს, თავის ნებაზე ატარონ ბატონი პაატა და მე,როგორც მისი მეგობარი, ამას მას არ ვუსურვებ!  – აცხადებს  „თეთრების” ლოდერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *