(sazogadoeba)თემურ შაშიაშვილი: მე, როგორც პაატა ბურჭულაძის მეგობარი და ახლობელი, ამ გადაწყეტილების მიღებას არ ვურჩევ

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, ცნობილ მომღერალს, პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლას არ ურჩევს.
„მე როგორც პაატა ბურჭულაძის მეგობარი და ახლობელი, მას ამ გადაწყეტილების მიღებას არ ვურჩევ! პოლიტიკა ისეთი რთული და მძიმე მეცნიერებაა, რომ მრავალი პიროვნების ავტორიტეტი მიწასთან გაასწორა… ეს ბატონ პაატასაც დაემართება!..“ აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, რომელიც ქველმოქმედებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მავნე პრაქტიკას, რაც მეტად გავრცელდა დამოუკიდებელ საქართველოში, მკვეთრად უარყოფითად აფასებს.
„მინდა, რომ საქართველოში ერთი პიროვნება მაინც დარჩეს ისეთი, რომელმაც ქველმოქმედება გააკეთა ქველმოქმედებისთვის და სამაგიეროდ პოლიტიკური აღიარება არ მოითხოვა. მინდა დარჩეს ერთი პიროვნება მაინც ქვეყანაში, რომელიც ტაძრის აშენებასთან იყო დაკავშირებული და ამისთვის არ მოითხოვა პოლიტიკური დივიდენდები. ვინაიდან, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი, მისი თქმით, ბატონი პაატას პოლიტიკაში შემოსვლას მავანნი რუსეთს და პატრიარქს დააბრალებენ, რუსეთს იმიტომ, რადგან თავის თავს რუსი ბანად მოიხსენიებს. პატრიარქის სახელთან ახალი პოლიტიკური ძალის დაკავშირება მისი აზრით დაუშვებელია.
ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომლის სახელს სჭირდება დიდი გაფრთხილება. ამიტომ, როდესაც პატრიარქის გარემოში და მის სამყაროში შედიხარ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ან პოლიტიკაში შესვლა არ შესვლის თაობაზე საუბრის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. რადგან შემდეგ, ძალიან ბევრი ვინმეს პოლიტიკაში მოსვლა, საქართველოში და უცხოეთშიც ბრალდება პატრიარქს. „ პატრიარქს კი „თეთრების“ ლიდერის თქმით „ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები და ქართველი სულის ხელისუფლება სურს.!
ხალხი, რომელიც შევარდნაძის გარემოცვაში იყო და მას ათას უბედურებებს აკეთებინებდნენ, ახლა იგივე ხალხი ცდილობს თავის ნებაზე ატარონ ბატონი პაატა და მე, როგორც მისი მეგობარი, ამას მას არ ვუსურვებ! – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.



