(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: საქართველოში დიდი ხანია არავის გაუმარჯვია, რადგან ჩვენს ქვეყანაში გამარჯვება იყიდება

ნაციონალური მოძრაობა“ მიწასთანაა გასწორებული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ პოტენციალი არ გააჩნია და დღეს არსებული ვერცერთი სხვა პოლიტიკური ძალა, სერიოზულს ვერაფერს ვერ გააკეთებს. საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება მათგან, ვისაც პოლიტიკა სერიოზულად ესმით და პოლიტიკაში სუფთად იარა. – აცხადებს თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი.
მისი თქმით, ისეთი პოლიტიკური პარტია უნდა შეიქნას, რომელიც არჩევნებსი გამარჯვებას კი არ იყიდის, არამედ მოიპოვებს.
„საქართველოში ძალიან დიდი ხანია, რაც არავის გაუმარჯვია, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში გამარჯვება იყიდება- ფული რომ არ ჰქონოდა ივანიშვილს, ის პოლიტიკაში ვერ მოვიდოდა. უნდა შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გამარჯვებას კი არ იყიდის, არამედ მოიპოვებს.“ – აცხადებს თეთრების ლიდერი.
თავისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსებზე საუბრისას თემურ შაშიაშვილი ხაზს უსვამს. რომ „თეთრები“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს, თუმცა ის ძალაა, რომელიც დიდი კონსულტაციებით (უპირველესად, სახელმწიფო მოღვაწეებთან აქტიური კონსულტაციებით) შეეცდება მაღალი პოლიტიკური ავტორიტეტის და ასევე მაღალი პოლიტიკური კულტურის ადამიანების გაერთიანებას მომავლის საქართველოსთვის.
„ვიმედოვნებ, ასეთ პოლიტიკურ ძალას ქვეყანა მომდევნო წლის პირველ კვარტალში უნდა ელოდოს, ეს იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გამარჯვებას კი არ იყიდის, არამედ მოიპოვებს, რითაც საბოლოოდ გამარჯვებული დარჩება საქართველო!“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი



