(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: უნდა შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გამარჯვებას კი არ იყიდის, არამედ მოიპოვებს

1108პარტია „თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის აზრით, დღეს საქართველოში რეალური პოლიტიკური ძალა არ არსებობს:

ნაციონალური მოძრაობამიწასთანაა გასწორებული, ხოლო ქართულ ოცნებასპოტენციალი არ გააჩნია და დღეს არსებული ვერცერთი სხვა პოლიტიკური ძალასერიოზულს ვერაფერს ვერ გააკეთებს. საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალისჩამოყალიბება მათგან, ვისაც პოლიტიკა სერიოზულად ესმიდა პოლიტიკაში სუფთადიარა… 

საქართველოში ძალიან დიდი ხანია, რაც არავის გაუმარჯვია, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაშიგამარჯვება იყიდება. უნდა შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გამარჯვებას კიარ იყიდის, არამედ მოიპოვებს. 

თეთრებიარ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტოარჩევნებში გამარჯვებას შეძლებს, თუმცა ის ძალაა, რომელიც დიდი კონსულტაციებით (უპირველესად, სახელმწიფო მოღვაწეებთან აქტიური კონსულტაციებით) შეეცდებამაღალი პოლიტიკური ავტორიტეტის და ასევე მაღალი პოლიტიკური კულტურისადამიანების გაერთიანებას მომავლის საქართველოსთვის. 

ვიმედოვნებ, ასეთ პოლიტიკურ ძალას ქვეყანა მომდევნო წლის პირველ კვარტალში უნდაელოდოს, ეს იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გამარჯვებას კი არ იყიდის, არამედმოიპოვებს, რითაც საბოლოოდ გამარჯვებული დარჩება საქართველო!” – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *