(ქრონიკა) ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ უნდა გაეკაროს პოლიტიკას

1108როგორ ვითარდება პოლიტიკური მოვლენები ჩვენი ქვეყნის შიგნით და როგორ ლაგდება ძალთა თანაფარდობა წინასაარჩევნოდ? ლაგდება თუ უფრო ირევა და ნელნელა ქაოსში ვიძირებით? „ქრონიკას“ პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება

– ვიცი, ეხლა ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, მტრისას, თუ ასეთი პოლიტიკური შემადგენლობა მოვა  პარლამენტში. ბევრს ჰქონია, რომ 2012 წელს არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა ფაქტობრივად მაშინ გადარჩა ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილს დარჩენის არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და ამერიკელებმა ყველაფერი ძალიან კარგად განსაზღვრეს. მე მშურს ამერიკელების, ისინი თავიანთ ნებაზე ათამაშებენ ჩვენს პოლიტიკოსებს.

ვინც ამ ფილოსოფიით მოვა ხელისუფლებაში, დაიღუპება, „ოცნების“ ჩათვლით. ეს ქვეყნისთვის დიდი უბედურება იქნება. მაგრამ დაიღუპება. მე არ ჩამომაქვს პროგნოზები ზეციდან, უბრალოდ ვაკეთებ ანალიზს და ვდებ დასკვნას. ვინც წარსულს გაანალიზებს, ის კარგად დაინახავს მომავალს. პოლიტიკოსები დაემსგავსნენ ჭორიკანა დედაკაცებს, ნახეთ, რა ტერმინოლოგია და საუბრის მანერა აქვთ. ტრაგედია ისაა, რომ მოსახლეობასაც მოსწონს ასეთია დამიანები, ვინც მუშტს მაგრად მოუღერებს. ვინც ყველაზე მაგრად ილანძღება, იმას ირჩევენ. ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ ხბოს აღტაცებით.

ვიღაცა ტელევიზიით გამოვა „კარგად“ მოდი, ამას მიეცი ხმა, ვიღაცა ააშენებს ტაძარს, აუცილებლად უნდა მივცეთ ხმა ვიღაცა ქველმოქმედებას ჩაიდენს და ის უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში. ასე არ ცხოვრობს ევროპა, ასე არ ცხოვრობს ამერიკა  და ამიტომაცაა წარმატებული. ამერიკაში კაცს 20 წელი თუ არ უყურებენ პოლიტიკაში, იმას არაფრად არ თვლიან. თუ იაპონიაში, ჩინეთში ადამიანს 60 წელი არ შეუსრულდა, იმას სერიოზულ თანამდებობაზე არ დანიშნავენ.

იქ ხელისუფლებაში ხალხი არ მოჰყავთ ქუჩიდან, იქ არ ლანძღავენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. თავის დროზე ანგელა მერკელი კომკავშირის მდივანი იყო, მაგრამა მაზე არავინ ლაპარაკობს გერმანიაში. დღეს-ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ჩვენ სულ მივდივართ ბუნებრივი პროცესების საწინააღმდეგოდ, ვინ მოგვმართა ასე? დიახ, სპეციალურად გვიდებენ დამუხრუჭების გეგმებს და მუდმივად ვეფლობით ჭაობში. ვისაც თავში ტვინი აქვს, ან ზღუდავენ., ან ანგრევენ, ან სახელს უტეხენ.. არადა, ჩვენი შთანთქმა საბჭოთა კავშირმაც ვერ შეძლო. ახლა გვანგრევენ. ლამის დაგვანგრიეს მომსახურე პერსონალად გვაქციეს და ეს გვიხარია.

ეხლა სიხარულით ლაპარაკობენ ჩინეთთან თავისუფალ ეკონომიკური ზოინა გვექნებაო. ასეთი რამ ვერავინ შეძლო, არავის არ უნდა ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა, და ამიტომ ვერ შეძლო ვერავინ. წაიღო ჩინურმა პროდუქცია  ქვეყანა. ცოტა ხანში მათ პროვინციად გადავვიქცევით. ჩინელები წერეთლები გახდნენ ხარაგაულში.ეს სხვა მენტალიტეტის  ხალხია. ჩადით ხარაგაულში და გეტყვიან, რომ იქ უპირველესი დელიკატესი არის ძაღლის ხორცი. აღარ დარჩა ძაღლი სოფელში. სადაც წავედი, ყველგან მეუბნებიან, ხალხო რას შვებით.

როცა ზვიად გამსახურდია მოვიდა, იმანაც კი მოასწრო თქმა, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი სოციალურიაო. შევარდნაძის პერიდოში ყველა ბიუჯეტის მიღება იწყებოდა სიტყვებით „ეს არის სოციალური  ბიუჯეტი,. ამას იძახდა სააკაშვილი და ამავეს იძახის ეს  ხელისუფლება. თუ ყველა ხელისუფლება სოციალურია, რატომ ვერ დავაღწიეთ 25 წლის განმავლობაში თავი  სიღატაკეს? რატომ ვცოხვრობთ ასე ცუდად? საქართველოს სჭირდება განვითარების  ბიუჯეტი, განვითარების ბიუჯეტს სჭირდება ჭკუა, გონება და მეცნიერება. პენსიას გაგიზრდი, ხელფასს გაგიზრდი, წყალს გამოგიყვან, გაზს მოგცემ, დაგიხნავ, დაგიბარავ, ეს არის სრული დემაგოგია, მსგავსი სოციალური დემაგოგია, რასაც ეხლა ვისმენთ, ბოლშევიკებსაც კი არ სმენიათ  1930 წლებში. მაჩვენეთ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც განვითარების პროგრამებზე ლაპარაკობს. ყველა ლაპარაკობს პენსია 30 ლარით უნდა გაიზარდოს,  თუ 20 ლარით.

სად არის სად არის საწარმოები> ჩვენთან მხოლოდ ჭამასმის ობიექტები მუშაობს, ეს არ არის ეკონომიკა, არსად ბიზნესმენი არ ჰქვია, პურს ვინც აცხობს, მაჩვენეთ ერთი საწარმო, რომელიც საერთაშორისო დონეზე გავიდა. ჩვენ გვაქვს არა სოციალური და განვითარების,  არამედ ყოფითი ბიუჯეტი.

დღეს საქართველოს ბიუჯეტი არის 10 მილიარდი, აქედან, 3 მილიარდი მოდის ჯანდაცვაზე., მაჩვენეთ ერთი ქვეყანა მსოფლიოში,  სადაც ბიუჯეტის 30 პროცენტზე მეტი მოდის მედიცინაზე  და ამ დროს, ექიმებს არა ქვთ ნორმალური ხელფასები. მე იმას არ ვამბობ, რომ ქვეყანაში საემდიცინო მომსახურება არ არის. ეს სქემა თავის დროზე ბისმარკმა შემოიტანა და ჭკვიანურადაც გააკეთა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამისთვის 1 მილიარდიც კი საკმარისი იქნებოდა და გაცილებით უკეთეს სამედიცინო მომსახურებას დავნერგავდით.

ამიხსენით, როგორ და რანაირად?

– შემოვიდნენ სომხები, ყოჩაღ! შემოვიდნენ აზერბაიჯანელები, ყოჩაღ! შემოვიდნენ თურქები, ყოჩაღ! ამათ იყიდეს კლინიკები. ყველა საავადმყოფოს უკან დადგნენ და ჩვენი ავადმყოფები აქციეს ბიზნესად. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, 3 მილიარდს ვდებ ამ სფეროშიო, რომ შემოვიდა ის უცხოელი ხელისუფლებამ გადაურიცხა ის ფული, გადაახურდავა დოლარში  და წაიღო თავის ქვეყანაში, ჩვენ ამ ყველაფერს ტაშს ვუკრავთ. ხბოს აღტაცებით,.

ახლა მე დინების საწინააღმდეგოდ მივდივარ და ლანძღვას დამიწყებენ,. მაგრამ რეალობა სხვანაირია. მე ვლაპარაკობ, რომ პოლიტიკაა არასწორი და ამ საქმეში ექიმი არ გახლავთ მთავარი ფიგურა.

ადრეც მითქვამს ამ ქვეყანას ღუპავენ დანიშნული ბიზნესმენები. ყველა ხელისუფლება ტრაბახობს, ვის რა წაართვა., ვინ დაიჭირეს, ჩემთვის დაჭერები არაფერს ნიშნავს, დავუშვათ, 99 % დაიჭირეს, ეს რას მოგვცემს? სისტემა და პოლიტიკააშესაცვლელი. დანიშნული ბიზნესმენები დააჯდნენ ქვეყანას თავზე. და მე ამათ ვაფრთხილებ, ძალიან ცუდად წაუვათ საქმე. ესე იგი, რა სისტემასთან გვაქვს საქმე? დგანან პოლიტიკური პარტიების უკან. ქუჩასაც აკონტროლებენ. როცა საქმე მიდის ქუჩაში, ამათ გამოჰყავთ ხალხი, ხომ არ გგონიათ, ეს პატარ-პატარა მიტინგები და აქციები პარტიული მოტივებით იმართება? დღეს ქუჩა იქცა ბიზნესად. იქაც საკმაოდ დიდი ფული ტრიალებს. ამ ყველაფრის უკან დგანან დანიშნული ბიზნესმენები. ჩვენ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს შევთავაზეთ, რეგიონებში მოსახლეობა გამოკითხეთ, ავრორიტეტებს დაგისახელებენ და იმ ხალხზე იმუშავეთ ის ადამიანები წამოწიეთო, არ გააკეთა. საერთოდ მსოფლიოში ფული არის თავისუფლების სიმბოლო, ჩვენთან პირიქითაა.  გაქვს ფული – მონა ხარ. არ გაქვს – მონა ხარ. აი, ასე ჩამოყალიბდა მონების ქვეყანა.

 – ბატონო თემურ, დღეს ბევრს ლაპარაკობენ პოლიიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე თუ ის დაბრუნდება, შეცვლის რამეს?

– კარგი იქნება, თუ ივანიშვილი საერთოდ არ გაეკარენა პოლიტიკას. ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ისეთი  პოლიტიკური გუნდი. რომელიც დაამთავრებს ქუჩის პოლიტიკას, რომელიც დაასრულებს  სოციალურ ბიუჯეტს და ქვეყანას დააყენებს განვითარების გზაზე, რომელიც იფიქრებს იმაზე, რომ ყველაფრის საყრდენი არის მეცნიერება. ივანიშვილი აზროვნებს ბიზნესის  გადმოსახედიდან. ის არ გახლავთ პოლიტიკოსი. ახლა გამოვიდა და თქვა., პარლამენტში ბიზნესმენები აღარ იქნებიანო. მან რა იცის, ეს ხომ ხალხისგადასაწყვეტია?

 – მან თქვა „ქართული ოცნების“ სიაზე…

– ჰოდა თქვენ ტვითონვე გაეცით შეკითხვას პასუხი, დაასკვენით რომ არაფერი შეიცვლება

 – ამბობთ, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესის წესებით მოქმედებსო, თქვენი მეგობარი ბატონი ბურჭულაძე რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ის ვოკალის კუთხით დაიწყებს ქვეყნის მართვას?

–  პაატა ბურჭულაძე ჩემი მეგობარია,. ადრე კარგი ურთიერთობები გვქონდა. სამწუხაროდ, სიტუაციას აქაც ამერიკელები აკონტროლებენ/. თუ დავაკვირდებით, რა ხალხი ტრიალებს პაატას გარშემო, არ შეგვექმნება კარგი შთაბეჭდილება. მას დაუნიშნეს ამერიკის ემისრები. როგორც ბიძინამ ვერ გადაწყვიტა თავის დროზე ვერაფერი და უთხრეს  „რესპუბლიკელები“ უნდა დაიყენო გვერდითო, ასევე იქნება აქაც . მას დაუყენებენ გვერდით ისეთ ხალხს, რომელსაც შეიძლება თავადაც არ იცნობს კარგად. საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც არც რუსეთს გაეგება ფეხქვეშ, არც ამერიკას და არც ევროპას.

 – ბარემაც კარგი იქნება, მაგრამ სად არის?

დამოუკიდებელი საქართველოს ტრაგედია არის ის, რომ მუდმივადგარედან იმართება. თუ თქვენიგაზეთი მოინდომებს, სიტუაციაგამოსწორდება, თუ საზოგადოება  მოინდომებს, იქნება!

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *