(რეპორტიორი) „კარგი იქნება, თუ გაიმართება პოლიტიკური დებატები“ -“თეთრები” ალასანიას მიმართავს

irakli alasania„რამდენიმე დღის წინ „თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ბატონმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა საქართველო-რუსეთის დიალოგში გერმანიის აქტიურად ჩართვის მიზანშეწონილობის შესახებ, რასაც, ვიდრე „კოალიცია „ქართული ოცნების” წევრი გახლდათ, არ მიესალმებოდა”, – ამ განცხადებას პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ავრცელებს. „თეთრების” ლიდერი პოლიტიკური დებატების გამართვის ინიციატივით გამოდის. განცხადების ტექტს, რომელიც „თეთრების” პრეს-ცენტრმა „რეპორტიორს” მიაწოდა, გთავაზობთ:

„დღეს ბევრი საუბრობს ორ უაღრესად საჭირბოროტო საკითხზე. პირველი – საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ფორმატის გაფართოების და მეორე – ბიუჯეტის ძირითადი ორიენტირების შეცვლის აუცილებლობის შესახებ.

ჩვენ  2008 წლიდან მოყოლებული, დაბეჯითებით ვადასტურებდით ქართულ-რუსულ მოლაპარაკებების პროცესში გერმანიის  ჩართვის,  ასევე ზოგადად საქართველო-გერმანიის ურთიერთობის გაღრმავების  აუცილებლობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი და სასიკეთო ნაბიჯი იქნებოდა. ამას ხაზს ვუსვამდით როგორც პოლიტიკურ განცხადებებში, ისე თავად ბატონ ალასანიასთან საუბრებში.

ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გერმანია უნდა გახდეს ძირითადი ფიგურა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. მან ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში  არაერთხელ სიტყვითა და საქმით გამოხატა ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებისადმი მხარდაჭერა. დღესაც, გერმანიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აქტივობასთან ერთად,  გერმანიაში წარმოდგენილი ქართული დიპკორპუსი, მისი ხელმძღვანელის ძალისხმევით რჩება ამ მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდად.

ორიოდ კვირის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ვრცლად  ვისაუბრე გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობის შესახებ: – გერმანიასთან ურთიერთობაიმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ  გერმანიას ევროპა უსმენს. თუ ვინმეს ამერიკა უწევსანგარიშს, გერმანიაა და თუ რუსეთი უწევს ვინმეს ანგარიშს – გერმანია. გერმანია თავისიდიდი მაგალითით გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ურთიერთობა დიდ სახელმწიფოებთან.გერმანიის კანცლერი იმითაა ძლიერი,რომ ყოველთვის საკუთარი ხალხის სახელითლაპარაკობს, როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ გერმანიაშისაოცრად კარგი ელჩი გვყავს, ბატონი ლადო ჭანტურია. მეამაყება, რომ მას ვიცნობ,ბატონი ლადო გახდა აღიარებული პროფესორი, დოქტორი, გერმანიის უპირველესისამართლის ინსტიტუტის დირექტორი“.

საინტერესოა, რომ ბატონი ალასანია ადრე არ იზიარებდა ამ მოსაზრებას, ახლა კი, გადმოვიდა ჩვენთვის მისაღებ პოზიციებზე ისე, რომ არც კი აღნიშნა იდეის ავტორი.

მეტიც, იმის გამო, რომ „თავისუფალ დემოკრატებს” გაცილებით უკეთესი წვდომა აქვთ საინფორმაციო საშუალებებზე, რამაც ხელი შეუწყო  მისი მოსაზრების აქტიურ პიარ-კომპანიას, როგორც მათი ორიგინალური იდეისა. ჩვენ კი (პარტიას), რომელთაც არ გაგვაჩნია უცხოელი და შინაური დამფინანსებლები, არასდროს გვქონია საშუალება, გვეწარმოებინა ფართო პიარკამპანია საკუთარი იდეებისა.  შედეგად, მიდის იდეების დაუფარავი პლაგიატი.

ამ დღეებშივე ბატონმა ალასანიამ ისაუბრა  სოციალური ბიუჯეტის ქვეყნისთვის მიუღებლობისა და განვითარების ბიუჯეტის აუცილებლობის თაობაზე,  რითაც ფაქტობრივად გაიმეორა  „თეთრების” მიერ მრავალჯერ გაჟღერებული და სამწუხაროდ ყველა  მთავრობის მიერ იგნორირებული პოზიცია სოციალური ბიუჯეტის ქვეყნისთვის დამღუპველი ზემოქმედებისა და განვითარების ბიუჯეტის ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებლობის შესახებ.

უფრო მეტიც,  არჩევნებში გამარჯვებისთანავე ქვეყნის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას „თეთრებმა” წარვუდგინეთ პროგრამა  2030 წლამდე ქვეყნის განვითარების თაობაზე, სადაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენი თანმიმდევრული დამოკიდებულება ბიუჯეტის  პრიორიტეტების შესახებ –  ბიუჯეტი უნდა იყოს უპირველესად სახელმწიფოს განვითარების დოკუმენტი.

ბატონი ირაკლი ალასანია, ვიდრე კოალიციის წევრი გახლდათ, სრულად  იზიარებდა სოციალურ ბიუჯეტთან დაკავშირებით ხელისუფლებისეულ დადებით შეხედულებას. დღეს კი, როგორც ჩანს, მისი შეხედულება დაემთხვა ჩვენი პარტიის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.

სწორედ ამიტომ ვთვლით საჭიროდ ღია პოლიტიკურ დისკუსიას, მით უფრო, რომ რამდენიმე წლის წინ უკვე იყო მცდელობა, ამ ორ პოლიტიკოსს შორის ერთგვარი „პოლიტიკური დუელი” გამართულიყო ეს იქნებოდა ერთგვარი  პაექრობა,  გარკვეული ფორმატის დებატები. ორ პოლიტიკურ ფიგურას შორის.

მაშინაც მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ „პოლიტიკური დუელის” გამართვა  დადებითი პრეცედენტი იქნება, რადგან პოლიტიკოსები ერთმანეთთან ლანძღვა-გინებით  კი არა, ცივილიზებულად უნდა საუბრობდნენ და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში კი არა, დარბაზში დიალოგით და ინტელექტუალური  კამათით უნდა წყდებოდეს, საკითხების თემატიკა და პრობლემების გადაწყვეტისადმი პოზიციების დაკავება იძლევა იმის ნაყოფიერ საფუძველს, რომ „თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს, ბატონ ირაკლი ალასანიას და პარტია „თეთრებს” შორის გაიმართოს საჯარო პოლიტიკური დებატები. მიგვაჩნია, რომ  მაღალინტელექტუალურ ხასიათს მიანიჭებს დებატების, მეცნიერების თანამონაწილეობით, მეცნიერებათა აკადემიაში გამართვა”, – ნათქვამია „თეთრების” განცხადებაში.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *