(საზოგადოება)თემურ შაშიაშვილი: სახელმწიფოსა და სტუდენტს შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სტუდენტი სწავლის საფასურის მხოლოდ 10% -ს გადაიხდის

თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის თქმით, ქვეყნის მომავალი განათლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მეცნიერებაზე ბიუჯეტის, მინიმუმ, 10% მაინც უნდა იხარჯებოდეს.
„ჩვენ მიგვაჩნია, ძირითადად, სახელწმიფომ უნდა დააფინანსოს სტუდენტის სწავლის გადასახადი. სახელმწიფოსა და სტუდენტს შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სტუდენტი უნდა იხდიდეს ამ გადასახადის მხოლოდ 10% -ს . დანარჩენში კი მას სახელმწიფო დაეხმარება. სამაგიეროდ, როდესაც სტუდენტი დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, თუ ისე დასაქმდა, რომ მისი ხელფასი საარსებო მიმიმუმს სამჯერ აღემატება, ეტაპობრივად დააბრუნებს სახელმწიფოს მიერ მის განათლებაში ჩადებულ თანხებს. აი, ეს არის განვითარება და სტუდენტზე ფიქრი. დღეს კი რა ხდება, სტუდენტობა მიტოვებულია, ბევრმა ახალგაზრდამ კიდეც შეაჩერა სტუდენტობა, რადგან ვერ ახერხებს სწავლის გადასახადის გადახდას. ქვეყნის განვითარება ნიშნავს მის ორიენტირებას მეცნიერებაზე, სტუდენტზე, განათლებაზე. დღეს კი ქვეყანას მეცნიერება არ აინტერესებს . უცხოელებს სწორედ ის აწყობთ, რომ ჩვენი განათლების სისტემა სუსტი იყოს და ჩვენი სტუდენტები სწორედ უცხოეთში მიდიოდნენ ასწავლებლად“ – – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.



