(ფოსტალიონი) თემურ შაშიაშვილი: სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს სტუდენტის სწავლის გადასახადი

„ქვეყნის მომავალი განათლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მეცნიერებაზე უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის მინიმუმ 10% – ასე მიაჩნია „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს. მისი თქმით , პარტიაში აქტიურად მიმდინარეობს ბიუჯეტის განხილვა და მათ საკუთარი, ხშირად არაპოპულარული შეხედულებები აქვთ მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით. „ჩვენ მიგვაჩნია, ძირითადად სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს სტუდენტის სწავლის გადასახადი. სახელმწიფოსა და სტუდენტს შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, სტუდენტი უნდა იხდიდეს ამ გადასახადის მხოლოდ 10% -ს . დანარჩენში კი მას სახელმწიფო დაეხმარება. სამაგიეროდ, როდესაც სტუდენტი დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, თუ ისე დასაქმდა+, რომ მისი ხელფასი საარსებო მიმიმუმს სამჯერ აღემატება, ეტაპობრივად დააბრუნებს სახელმწიფოს მიერ მის განათლებაში ჩადებულ თანხებს. აი, ეს არის განვითარება და სტუდენტზე ფიქრი, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, – დღეს კი რა ხდება, სტუდენტობა მიტოვებულია და ბევრმა ახალგაზრდამ კიდეც შეაჩერა სწავლა, რადგან ვერ ახერხებს სწავლის გადასახადის გადახდას. ქვეყნის განვითარება ნიშნავს მის ორიენტირებას მეცნიერებაზე, სტუდენტზე, განათლებაზე. დღეს კი ქვეყანას მეცნიერება არ აინტერესებს . უცხოელებს სწორედ ის აწყობთ, რომ ჩვენი განათლების სისტემს სუსტი იყოს და ჩვენი სტუდენტები სწ ორედ უცხოეთში მიდიოდნენ სასწავლებლად“
Facebook Comments



